ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“გიწვევ დებატებში, თქვენივე, სიცრუის პროპაგანდისტულ ტელევიზიებში” – ნათელაშვილი კობახიძეს

პოლიტიკოსი შალვა ნათელაშვილი კობახიძეს დებატებში იწვევს და მის ბოლოდროინდელ პრესკონფერენციას სიცრუის კასკადს უწოდებს. მისი მტკიცებით, ხელისუფლებამ საკუთარი შემოსავლები 1,2 მილიარდით გაზარდა, ხოლო პენსიონერებს მხოლოდ 45 ლარი მიუგდო.

“გიწვევ დებატებში, თქვენივე, სიცრუის პროპაგანდისტულ ტელევიზიებში” – ნათელაშვილი კობახიძეს
“გიწვევ დებატებში, თქვენივე, სიცრუის პროპაგანდისტულ ტელევიზიებში” – ნათელაშვილი კობახიძესალია

პოლიტიკოსი, შალვა ნათელაშვილი, კობახიძეს დებატებში იწვევს და აცხადებს:

დღეს ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა ოლიგარქის დაქირავებული, პრემიერად წოდებული მსახურის მორიგი პრესკონფერენცია, სადაც ტყუილების კასკადმა ყოველგვარი რეკორდი მოხსნა. ანუ ოთხი სიტყვიდან ხუთი იყო სიცრუე, რისიც რა თქმა უნდა ამათ არ რცხვენიათ და ეს იქიდანაც გამოჩნდა, რომ 1 მილიარდ 200 მილიონით გაიზარდეს შემოსავლები, – პრემიები, ხელფასები. ხოლო პენსიონერებს 45 ლარი მიუგდეს დასამშვიდებლად.

ასევე არ გახსენებიათ საკუთარი პენტჰაუსების მშენებლობის დროს, ჩვენი დევნილები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, რომლებმაც დაკარგეს მილიონიანი ქონება და 10 000 ლარით უნდათ, რომ დაამშვიდონ…

რაც ყველაზე სამწუხაროა და ტრაგიკულია, პრემიერად წოდებული აღნიშნული პერსონა აცხადებს, რომ ევროკავშირში შესვლა ჩვენ როგორც ეთნიკურ მოვლენას გაგვაქრობს და მიგრანტების შემოსვლით დაიწყება ეს. მეტი ცინიზმი რა გინდათ ხალხო, გაიარეთ ჩვენს ქუჩებში, ყოველი მეორე უცხოელი დადის.

რომელი ევროკავშირი აკეთებდა იმას, რაც გააკეთა მისმა ბატონმა ივანიშვილმა მისი მონაწილეობით.

რომელი ევროკავშირი აშენებდა აქ არაბულ დასახლებებს, რომელი ბრიუსელი ჰყიდდა საუდის არაბეთსა და ემირატებს ისტორიულ სამასი არაგველის სისხლით მორწყულ კრწანისის მიწას და ჩვენი წინაპრების სისხლით დღემდე მოტანილ გონიოს?

თურმე იქამდე მივიდა, რომ ევროკავშირი ჩვენ ქრისტიანობას, რელიგიას წაგვართმევს, ევროკავშირი, რომელიც არის ქრისტიანული ცივილიზაციის საფუძველთა საფუძველი. და ამას ამბობს ის პრემიერად წოდებული პერსონა, რომელმაც და რომლის შექმნაც ილჰამ ალიევს აჩუქა, მიჰყიდა და გადასცა მსოფლიო ქართული ქრისტიანული კულტურის ძეგლი დავით გარეჯი, არაფერს ვამბობ სხვა სიწმინდეებზე.

14 წელია დავდევ, შეიძლება ითქვას, ოლიგარქ ივანიშვილს, რათა დამიჯდეს სატელევიზიო დებატებში, მაგრამ ისე ღრმად არის სოროსში მიმალული, რომ მისი წრუწუნიც არ ისმის იქიდან. ახლა უკვე ვთავაზობ და ვიწვევ მის დაქირავებულ მსახურ კობახიძეს, მათსავე სიცრუის პროპაგანდისტულ ტელევიზიებში, რომლებიც დასანქცირებული არიან და არსებობენ შავი კრიმინალური ფულით, – დამიჯდეს დებატებში, მომისმინოს, მეკამათოს და როდესაც გაიგებს სიმართლეს, რა ხდება ქვეყნის თავის და მის თავს, დარწმუნებული ვარ შერცხვება. მტკვარში გადახტომას არ ვუსურვებ, მაგრამ მოცილებას იმ პოლიტიკას, სადაც სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?