ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უსაფრთხოების რისკების გამო, საქართველოს კიბერ ფეხბურთის ნაკრები საუდის არაბეთში მსოფლიო ჩემპიონატზე აღარ გაფრინდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ახლო აღმოსავლეთში შექმნილი საფრთხისა და აეროპორტებზე თავდასხმების გამო, საქართველოს კიბერ ფეხბურთის ფედერაციამ საუდის არაბეთში მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებაზე უარი თქვა.

უსაფრთხოების რისკების გამო, საქართველოს კიბერ ფეხბურთის ნაკრები საუდის არაბეთში მსოფლიო ჩემპიონატზე აღარ გაფრინდება
უსაფრთხოების რისკების გამო, საქართველოს კიბერ ფეხბურთის ნაკრები საუდის არაბეთში მსოფლიო ჩემპიონატზე აღარ გაფრინდებარუსთავი 2

ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურეში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, განსაკუთრებით კი ბოლო ინციდენტებიდან გამომდინარე, რა დროსაც საუდის არაბეთის აეროპორტებზე დრონებითა და რაკეტებით თავდასხმას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა, საქართველოს კიბერ ფეხბურთის ფედერაცია უარს აცხადებს გაფრინდეს საუდის არაბეთში და მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღოს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან და საუდის არაბეთში საელჩოსთან კომუნიკაციის შემდეგ კიბერ ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ უარი თქვას მსოფლიო პირველობაზე მონაწილეობაში, რადგან ნაკრების წევრებისა და გუნდში შემავალი პერსონალის სიცოცხლე გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე შეჯიბრება.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?