სასამართლომ არ დააკმაყოფილა ფრანგი ფოტოგრაფის, ფრანსის პრიმერსკის საჩივარი
თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოში 20 წლით მცხოვრები ფრანგი ფოტოგრაფის, ფრანსის პრიმერსკის საჩივარი, რომლითაც ის ბინადრობის ნებართვის გაუქმების გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ფრანგი ფოტოგრაფის, ფრანსის პრიმერსკის საჩივარი, რომლითაც ის მოითხოვდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოცემული აქტის გაუქმებას, რომლითაც მას საქართველოში ბინადრობის ნებართვაზე უარი უთხრეს.
ფოტოგრაფი 20 წელია საქართველოში ცხოვრობს. ადვოკატი შორენა ლოლაძე „ნეტგაზეთს“ ეუბნება, რომ დასაბუთება ამ ეტაპზე უცნობია და სასამართლოს განმარტება არ გაუკეთებია. მისი განცხადებით, როცა გადაწყვეტილება ჩაჰბარდებათ შემდგომ ნაბიჯებს დაგეგმავენ და გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, სააპელაციოში გასაჩივრდება.
„დღემდე არ მიმიღია მკაფიო განმარტება იმის შესახებ, თუ რა კონკრეტული მიზეზები უდევს საფუძვლად ამ პროცესს, გარდა ზოგადი მითითებისა სახელმწიფო უსაფრთხოებაზე. იმედი მაქვს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სიცხადესა და გამჭვირვალობას შემოიტანს. […]
მიუხედავად გაურკვევლობისა, მე მზად ვარ, ბოლომდე დავიცვა ჩემი უფლებები, ღირსება და რწმენა — სიმშვიდით, სიმტკიცითა და შეუპოვრობით“, – დაწერა 2 დღის წინ ფოტოგრაფმა სოციალურ ქსელში.
იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 9 მარტის დოკუმენტში ნათქვამია, რომ ფრანსის პრიმერსკი აკმაყოფილებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონით დადგენილ პირობას და მას გაუგრძელდა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა 2027 წლის 9 მარტამდე.
მეორე, 25 მარტის გადაწყვეტილებით კი, პრიმერსკის მიმართ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადდა.
ფოტო:Le Républicain Lorrain.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.