“ასეა, როცა უთავმოყვარეო და ლაჩარი ხარ, რუსებსაც არ სჭირდები ეგეთი”– ლევან გოგიჩაიშვილი
ყოფილი პარლამენტარი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ დათმობებისა და „ბოდიშების“ მიუხედავად, რუსეთმა ქართულ კომპანიებს ემბარგო მაინც დაუწესა, რადგან მისი თქმით, „უთავმოყვარეო და ლაჩარი“ არც რუსეთს სჭირდება.

ყოფილი პარლამენტარი, ლევან გოგიჩაიშვილი:
ბოლო წლებია, რუსებს მუხლებზე დაუდგნენ, ბოდიშები უხადეს, სიტყვა „ოკუპანტის“ თქმას ვერ ბედავენ, “რუსოფობიას“ ებრძვიან, ქართველებს აკავებენ და აჯარიმებენ „რუსების შეურაცხყოფის“ გამო. და რა ქნეს რუსებმა საპასუხოდ? ადგნენ და ქართულ კომპანიებს ემბარგო დაუწესეს. ასეა, როცა უთავმოყვარეო და ლაჩარი ხარ, რუსებსაც არ სჭირდები ეგეთი.
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.