ლაშა ბექაური: როცა შენს სამშობლოს სჭირდება და იაზრებ, რომ შენი ქვეყნის ჯარისკაცი იმ მომენტში შენ ხარ, იღებ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომ შეიძლება უდიდესი ტრავმითაც მოგიწიოს იბრძოლო
მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა განაცხადა, რომ სამშობლოს გამარჯვებისთვის სპორტსმენს შეიძლება უდიდესი ტრავმისა და ჯანმრთელობის ფასადაც მოუწიოს ბრძოლა.

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. ჩვენმა გუნდმა ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ოთხი მედალი - ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვა, რითაც მედლების არაოფიციალურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო ოფიციალურ გუნდურ ჩემპიონატში ბრინჯაოს მედალი აიღო.
როგორც ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა განაცხადა, როცა სამშობლოს სჭირდება, უდიდესი ტრავმის ფასადაც კი უნდა მოიპოვო გამარჯვება.
"მართლაც საოცრება იყო იმ მომენტში ისეთი რაღაცნაირი უზენაესია ეს გრძნობები, როცა ბრძოლის ველზე ხარ და რაღაც დიადი გადაწყვეტილებების მიღება გიწევს, რაც იმ მომენტში შეიძლება, შენ თავსაც აღემატებოდეს. როცა ქვეყანას სჭირდება, როცა შენს სამშობლოს სჭირდება და იაზრებ, რომ შენი ქვეყნის ჯარისკაცი იმ მომენტში შენ ხარ, იღებ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომ შეიძლება უდიდესი ტრავმითაც მოგიწიოს იბრძოლო, თუნდაც შენი ჯანმრთელობის ფასად უნდა მოიპოვო გამარჯვება," - აცხადებს ლაშა ბექაური.
ციტატები სტატიიდან
„მართლაც საოცრება იყო იმ მომენტში ისეთი რაღაცნაირი უზენაესია ეს გრძნობები, როცა ბრძოლის ველზე ხარ და რაღაც დიადი გადაწყვეტილებების მიღება გიწევს, რაც იმ მომენტში შეიძლება, შენ თავსაც აღემატებოდეს. როცა ქვეყანას სჭირდება, როცა შენს სამშობლოს სჭირდება და იაზრებ, რომ შენი ქვეყნის ჯარისკაცი იმ მომენტში შენ ხარ, იღებ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომ შეიძლება უდიდესი ტრავმითაც მოგიწიოს იბრძოლო, თუნდაც შენი ჯანმრთელობის ფასად უნდა მოიპოვო გამარჯვება,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.