გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, დანგ ჰოანგ გიანგთან
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი ვიეტნამის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე დანგ ჰოანგ გიანგს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ვიეტნამში საქართველოს საელჩოს გახსნა, სატრანზიტო პოტენციალი და ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, დანგ ჰოანგ გიანგთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ვიეტნამს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.
ხაზი გაესვა მაღალი დონის დიალოგის გაღრმავების აუცილებლობას და განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოში ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობა.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე. საუბარი ასევე შეეხო, ვიეტნამში საქართველოს საელჩოს გახსნის საკითხს, რაც მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.