ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ადვოკატი პასუხობს კითხვას, გაუგზავნა თუ არა წერილი ღარიბაშვილმა ციხიდან ივანიშვილს

ქართული ოცნება

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილს ციხიდან წერილი არ გაუგზავნა, თუმცა წერილების გამოქვეყნებას ისევ აპირებს, აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ლილი გელაშვილი.

ადვოკატი პასუხობს კითხვას, გაუგზავნა თუ არა წერილი ღარიბაშვილმა ციხიდან ივანიშვილს
ადვოკატი პასუხობს კითხვას, გაუგზავნა თუ არა წერილი ღარიბაშვილმა ციხიდან ივანიშვილსTV პირველი

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერის ადვოკატი, ლილი გელაშვილი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ციხიდან წერილი ბიძინა ივანიშვილისთვის არ გაუგზავნია.

იურისტი ამბობს, რომ პატიმარი წერილების გამოქვეყნებას ისევ აპირებს, რომელსაც მისი შეფასებით "სარკისებური ეფექტი აქვს".

გელაშვილმა უპასუხა "ქართული ოცნების" განცხადებებსაც, რომლის მიხედვითაც "ღარიბაშვილი განულებული პოლიტიკოსია".

ექს-პრემიერის ადვოკატი სხამს კითხვას, "რატომ ეშინიათ პატიმარი კაცის".

ხომ არ აქვს რეიტინგი?! როგორც თავად ამბობენ, შეეშვან მაშინ, რისი ეშინიათ?! პატიმარი კაცის რატომ ეშინიათ?! ეს კითხვა მაქვს მარტო, პატიმარი კაცის რატომ ეშინიათ?! თუ ის იყო პოლიტიკურად გაკოტრებული, მაშინ რაღას სთხოვდნენ და რაღა იმ წერილით, რაც შეუგზავნეს: "იძულებული ვარ და აუცილებელია ახალი ბრალი, იმიტომ, რომ რაღაც შანსები მაინც არსებობს, თუნდაც ერთი-ორი პროცენტის გადაზღვევა".

ირაკლი ღარიბაშვილი არავის არაფერს არ უთვლის. ის, რასაც თვლის და რაც მიაჩნია, ასე ნაწილ-ნაწილ მიაწოდოს საზოგადოებას თავის წერილებში ასახავს. სხვა კომუნიკაციის საშუალება მას აქვს?! - არ აქვს. ეს წერილები გაგრძელდება...

არის ერთი მნიშვნელოვანი ფრაზა თქვა ერთ წერილში ღარიბაშვილმა: „ჩემი წერილები და ჩემი განცხადებები იქნება სარკისებური ეფექტის, გავრცელებული და გაგზავნილი, რასაც განაცხადებს დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები". მიხვდით? "სარკისებური ეფექტი" ხომ ძალიან მარტივად გასაგებია, რასაც იტყვიან და რასაც განაცხადებენ მასზე, ის უპასუხოდ არ დატოვებს.

სრული კატეგორიით ვაცხადებ, [არ შეგვიტანია ბიძინა ივანიშვილის წერილი] ასეთი წერილების შეტანით ჩენ არა ვართ დაკავებულები, მართლა ოღონდ, გულწრფელად გეუბნებით, არანაირი წერილი არ შეგვიტანია. არც ღარიბაშვილს გაუგავნია [ბიძინა ივანიშვილისთვის წერილი]" - თქვა ადვოკატმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რატომ ეშინიათ პატიმარი კაცის“
„იძულებული ვარ და აუცილებელია ახალი ბრალი, იმიტომ, რომ რაღაც შანსები მაინც არსებობს, თუნდაც ერთი-ორი პროცენტის გადაზღვევა“
„ჩემი წერილები და ჩემი განცხადებები იქნება სარკისებური ეფექტის, გავრცელებული და გაგზავნილი, რასაც განაცხადებს დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები“
„ჩემი წერილები და ჩემი განცხადებები იქნება სარკისებური ეფექტის, გავრცელებული და გაგზავნილი, რასაც განაცხადებს დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები". მიხვდით? "სარკისებური ეფექტი" ხომ ძალიან მარტივად გასაგებია, რასაც იტყვიან და რასაც განაცხადებენ მასზე, ის უპასუხოდ არ დატოვებს. სრული კატეგორიით ვაცხადებ, [არ შეგვიტანია ბიძინა ივანიშვილის წერილი] ასეთი წერილების შეტანით ჩენ არა ვართ დაკავებულები, მართლა ოღონდ, გულწრფელად გეუბნებით, არანაირი წერილი არ შეგვიტანია. არც ღარიბაშვილს გაუგავნია [ბიძინა ივანიშვილისთვის წერილი]“
ირაკლი ღარიბაშვილი
„ხომ ძალიან მარტივად გასაგებია, რასაც იტყვიან და რასაც განაცხადებენ მასზე, ის უპასუხოდ არ დატოვებს. სრული კატეგორიით ვაცხადებ, [არ შეგვიტანია ბიძინა ივანიშვილის წერილი] ასეთი წერილების შეტანით ჩენ არა ვართ დაკავებულები, მართლა ოღონდ, გულწრფელად გეუბნებით, არანაირი წერილი არ შეგვიტანია. არც ღარიბაშვილს გაუგავნია [ბიძინა ივანიშვილისთვის წერილი]“
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ადვოკატი - ირაკლი ღარიბაშვილმა, საჯაროდ გამოაქვეყნა წერილი და დაასახელა კონკრეტული პიროვნება - მამუკა მდინარაძე წერილის ავტორად, წერილის, რომლის შინაარსიც დანაშაულებრივ ნიშნებს შეიცავდა, რატომ არ დაიწყო პროკურატურამ გამოძიება?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები