დავით ქართველიშვილი: “როდესაც, წესით გათვალისწინებული 20 ლარის სანაცვლოდ, პენსიას ერთბაშად 45 ლარით ზრდიან, ეს პენსიონერისთვის უკვე საგრძნობი თანხაა და არა უბრალოდ „ფორმალობისთვის“ გადადგმული ნაბიჯი”
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ პენსიის 45 ლარით გაზრდა პენსიონერებისთვის საგრძნობი შეღავათია და ბიუჯეტიდან 128 მილიონი ლარის გამოყოფა ეკონომიკას წაადგება, თუმცა ოპონენტები გადაწყვეტილების წინასაარჩევნო პოპულიზმად მონათვლას შეეცდებიან.

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პრემიერ -მინისტრის ინიციატივას პენსიის გაზრდასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„როდესაც, წესით გათვალისწინებული 20 ლარის სანაცვლოდ, პენსიას ერთბაშად 45 ლარით ზრდიან, ეს პენსიონერისთვის უკვე საგრძნობი თანხაა და არა უბრალოდ „ფორმალობისთვის“ გადადგმული ნაბიჯი.
მაღაზიაში, აფთიაქსა თუ კომუნალურების გადახდისას დამატებითი 25 ლარი რეალური დახმარებაა, განსაკუთრებით ახლა, როცა ფასები ადგილზე არ ჩერდება.
სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ 70 წლამდე ასაკის ადამიანები არ დაივიწყეს და იმაზე მეტად მხარდაჭერა გადაწყვიტეს, ვიდრე თავიდან იყო დაგეგმილი.
ბიუჯეტიდან დამატებით 128 მილიონი ლარის გამოყოფა სერიოზული გადაწყვეტილებაა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ეს ფული არ „დაიკარგება“.
პენსიონერები თანხას ბანკში მომავლისთვის კი არ ინახავენ, არამედ ეგრევე ბრუნვაში უშვებენ: ყიდულობენ პროდუქტებს, მედიკამენტებს, ეხმარებიან შვილებსა და შვილიშვილებს.
გამოდის ორმაგი სარგებელი: ხანდაზმულებსაც ცოტათი მაინც შეუმსუბუქდებათ ცხოვრება და ეს ფული პირდაპირ ეკონომიკაში წავა, რაც ადგილობრივ მოვაჭრეებსა და მწარმოებლებს შეუწყობს ხელს.
ძალიან დადებითია თვითონ მიდგომა: მშრალი ფორმულებისა და მინიმალური გაცემების ნაცვლად, მთავრობამ იპოვა შესაძლებლობა, ბიუჯეტი ხალხის სასარგებლოდ გადაეწყო – როდესაც ხელისუფლება ხედავს, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი სინამდვილეში.
გვინდა ვიქონიოთ იმედი, რომ ასეთი სასიამოვნო სიახლეები კარგ ტრადიციად იქცევა. მიუხედავად ამისა, დარწმუნებულო ვარ – ასეთ აშკარა პლუსსაც კი ოპოზიციონერი კრიტიკოსები, სავარაუდოდ, ხელისუფლების წინააღმდეგ შემოაბრუნებენ.
რადიკალური ოპონენტები მაინც იტყვიან, რომ 45 ლარი „ზღვაში წვეთია“ საერთო ფასების ზრდის ფონზე, ხოლო თვითონ გადაწყვეტილებას წინასაარჩევნო მოსყიდვას ან გადასახადის გადამხდელების ხარჯზე გაკეთებულ პოპულიზმს დაარქმევენ – რადგან მათი მთავარი ამოცანა ნებისმიერ, ხალხისთვის ყველაზე პოზიტიურ სიახლეშიც კი, ნეგატივის პოვნაა“, – წერს ქართველიშვილი.
ციტატები სტატიიდან
„როდესაც, წესით გათვალისწინებული 20 ლარის სანაცვლოდ, პენსიას ერთბაშად 45 ლარით ზრდიან, ეს პენსიონერისთვის უკვე საგრძნობი თანხაა და არა უბრალოდ „ფორმალობისთვის“ გადადგმული ნაბიჯი. მაღაზიაში, აფთიაქსა თუ კომუნალურების გადახდისას დამატებითი 25 ლარი რეალური დახმარებაა, განსაკუთრებით ახლა, როცა ფასები ადგილზე არ ჩერდება. სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ 70 წლამდე ასაკის ადამიანები არ დაივიწყეს და იმაზე მეტად მხარდაჭერა გადაწყვიტეს, ვიდრე თავიდან იყო დაგეგმილი. ბიუჯეტიდან დამატებით 128 მილიონი ლარის გამოყოფა სერიოზული გადაწყვეტილებაა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ეს ფული არ „დაიკარგება“. პენსიონერები თანხას ბანკში მომავლისთვის კი არ ინახავენ, არამედ ეგრევე ბრუნვაში უშვებენ: ყიდულობენ პროდუქტებს, მედიკამენტებს, ეხმარებიან შვილებსა და შვილიშვილებს. გამოდის ორმაგი სარგებელი: ხანდაზმულებსაც ცოტათი მაინც შეუმსუბუქდებათ ცხოვრება და ეს ფული პირდაპირ ეკონომიკაში წავა, რაც ადგილობრივ მოვაჭრეებსა და მწარმოებლებს შეუწყობს ხელს. ძალიან დადებითია თვითონ მიდგომა: მშრალი ფორმულებისა და მინიმალური გაცემების ნაცვლად, მთავრობამ იპოვა შესაძლებლობა, ბიუჯეტი ხალხის სასარგებლოდ გადაეწყო – როდესაც ხელისუფლება ხედავს, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი სინამდვილეში. გვინდა ვიქონიოთ იმედი, რომ ასეთი სასიამოვნო სიახლეები კარგ ტრადიციად იქცევა. მიუხედავად ამისა, დარწმუნებულო ვარ – ასეთ აშკარა პლუსსაც კი ოპოზიციონერი კრიტიკოსები, სავარაუდოდ, ხელისუფლების წინააღმდეგ შემოაბრუნებენ. რადიკალური ოპონენტები მაინც იტყვიან, რომ 45 ლარი „ზღვაში წვეთია“ საერთო ფასების ზრდის ფონზე, ხოლო თვითონ გადაწყვეტილებას წინასაარჩევნო მოსყიდვას ან გადასახადის გადამხდელების ხარჯზე გაკეთებულ პოპულიზმს დაარქმევენ – რადგან მათი მთავარი ამოცანა ნებისმიერ, ხალხისთვის ყველაზე პოზიტიურ სიახლეშიც კი, ნეგატივის პოვნაა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.