ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრემიერი: აქტიურად იმუშავა ეკონომიკის მინისტრმა და მისი ჩართულობით მოხერხდა უფრო იაფად, შუამავლის გარეშე ელექტროენერგიის შესყიდვა აზერბაიჯანიდან, წინა ფასთან შედარებით 0.02 დოლარცენტით ნაკლებს ვიხდით ახლა იმის ხარჯზე, რომ ჩაიხსნა შუამავალი კომპანია

შუამავალი კომპანიის ჩახსნის ხარჯზე, საქართველო აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიას 0.02 დოლარცენტით უფრო იაფად ყიდულობს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, დანაზოგი სისტემის გაჯანსაღებას მოხმარდება და შესაძლოა სამომავლოდ ტარიფების გადახედვის საფუძველიც გახდეს.

პრემიერი: აქტიურად იმუშავა ეკონომიკის მინისტრმა და მისი ჩართულობით მოხერხდა უფრო იაფად, შუამავლის გარეშე ელექტროენერგიის შესყიდვა აზერბაიჯანიდან, წინა ფასთან შედარებით 0.02 დოლარცენტით ნაკლებს ვიხდით ახლა იმის ხარჯზე, რომ ჩაიხსნა შუამავალი კომპანია
პრემიერი: აქტიურად იმუშავა ეკონომიკის მინისტრმა და მისი ჩართულობით მოხერხდა უფრო იაფად, შუამავლის გარეშე ელექტროენერგიის შესყიდვა აზერბაიჯანიდან, წინა ფასთან შედარებით 0.02 დოლარცენტით ნაკლებს ვიხდით ახლა იმის ხარჯზე, რომ ჩაიხსნა შუამავალი კომპანიარუსთავი 2

წინა ფასთან შედარებით 0.02 დოლარცენტით ნაკლებს ვიხდით ახლა ელექტროენერგიაში იმის ხარჯზე, რომ ჩაიხსნა შუამავალი კომპანია, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან აქტიურად იმუშავა ეკონომიკის მინისტრმა და მისი ჩართულობით მოხერხდა უფრო იაფად, შუამავლის გარეშე ელექტროენერგიის შესყიდვა აზერბაიჯანიდან.

"წინა ფასთან შედარებით 0.02 დოლარცენტით ნაკლებს ვიხდით ახლა ელექტროენერგიაში იმის ხარჯზე, რომ ჩაიხსნა შუამავალი კომპანია, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ჩვენ დაგვხვდა ეს მოცემულობა, ძალიან აქტიურად იმუშავა ეკონომიკის მინისტრმა და მისი ჩართულობით მოხერხდა უფრო იაფად, შუამავლის გარეშე ელექტროენერგიის შესყიდვა აზერბაიჯანიდან. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, სხვა ქვეყნებიდან ჩვენ შუამავლის მეშვეობით არ ვყიდულობთ დენს. არის შვილობილი კომპანიები, შვილობილი კომპანია იგივეა, რაც შესაბამისი პარტნიორი, ანუ მათი შვილობილი კომპანიებია და არა შუამავალი კომპანიები, შესაბამისად ჩვენ სხვა ქვეყნებიდან შუამავლის გარეშე ვახორციელებთ დენის იმპორტს. ზოგადად, რაც გვექნება დანაზოგი, მთლიანად მოხმარდება პირობების გაუმჯობესებას, მათ შორის სისტემის გაჯანსაღებას, ელექტროგადამცემი ხაზების გაძლიერებას, ტარიფზეც, ბუნებრივია, აისახება იმპორტის ფასის შემცირება. როცა ამის დრო დადგება, შეიძლება, რომ ეს ფაქტორი გახდეს საფუძველი ფასების გადახედვისთვის", - აღნიშნა პრემიერმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„წინა ფასთან შედარებით 0.02 დოლარცენტით ნაკლებს ვიხდით ახლა ელექტროენერგიაში იმის ხარჯზე, რომ ჩაიხსნა შუამავალი კომპანია, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ჩვენ დაგვხვდა ეს მოცემულობა, ძალიან აქტიურად იმუშავა ეკონომიკის მინისტრმა და მისი ჩართულობით მოხერხდა უფრო იაფად, შუამავლის გარეშე ელექტროენერგიის შესყიდვა აზერბაიჯანიდან. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, სხვა ქვეყნებიდან ჩვენ შუამავლის მეშვეობით არ ვყიდულობთ დენს. არის შვილობილი კომპანიები, შვილობილი კომპანია იგივეა, რაც შესაბამისი პარტნიორი, ანუ მათი შვილობილი კომპანიებია და არა შუამავალი კომპანიები, შესაბამისად ჩვენ სხვა ქვეყნებიდან შუამავლის გარეშე ვახორციელებთ დენის იმპორტს. ზოგადად, რაც გვექნება დანაზოგი, მთლიანად მოხმარდება პირობების გაუმჯობესებას, მათ შორის სისტემის გაჯანსაღებას, ელექტროგადამცემი ხაზების გაძლიერებას, ტარიფზეც, ბუნებრივია, აისახება იმპორტის ფასის შემცირება. როცა ამის დრო დადგება, შეიძლება, რომ ეს ფაქტორი გახდეს საფუძველი ფასების გადახედვისთვის“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?