პრემიერი: “საერთოდ არავინ იღებს ხმას იმ ქმედებებზე, რომელსაც ვხედავთ, პრაქტიკულად, მთელი ევროპის მასშტაბით – მაშინ, როდესაც, თავის დროზე, სანქციებიც კი აამოქმედეს ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების წინააღმდეგ, ძალადობრივი მიტინგების მიმართ გამოვლენილი ქმედებების გამო. ეს არის ორმაგი სტანდარტი”
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ევროპაში აქციების დაშლისას გამოყენებულ ძალაზე არავინ საუბრობს, მაშინ როცა ქართველი ძალოვნების წინააღმდეგ სანქციები დააწესეს, რაც, მისი შეფასებით, ორმაგი სტანდარტია.

„როდესაც, თავის დროზე, ჩვენს შინაგან საქმეთა სამინისტროს უწევდა ძალის გამოყენება, ვაცხადებდით ძალიან თამამად, რომ ჩვენი სამართალდამცავები მოქმედებდნენ არსებითად ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით. ეს იყო მოცემულობა და ამის მორიგი დასტური ვიხილეთ”, – განაცხადა განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
“ჩვენ მანამდეც გვქონდა არაერთი მაგალითი იმისა, თუ რაოდენ ბრუტალურ ძალას იყენებდნენ როგორც ევროპელი, ისე ამერიკელი სამართალდამცველები მომიტინგეების წინააღმდეგ, თან ხშირად – მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ.
ჩვენს შემთხვევაში გახსოვთ, რა მასშტაბის ძალადობას ჰქონდა ადგილი და, კიდევ ერთხელ ვამბობ: მაშინ იყო ინციდენტები, სერიოზული გადაცდომები, მათ შორის, დანაშაულის ნიშნების შემცველი გადაცდომები, თუმცა არსებითად სამართალდამცავი ორგანოები მოქმედებდნენ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით.
რაც შეეხება ორმაგ სტანდარტებს, ამას მიჩვეულები ვართ, საერთოდ ხმას არ იღებს არავინ იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელსაც ვხედავთ, პრაქტიკულად, მთელი ევროპის მასშტაბით – მაშინ, როდესაც, თავის დროზე, სანქციებიც კი აამოქმედეს ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობრივი მიტინგების მიმართ გამოვლენილი ქმედებების გამო.
ეს არის ორმაგი სტანდარტი, რასაც ყველა მიჩვეულები ვართ და საზოგადოება ამას ხედავს”, – აღნიშნა პრემიერმა.
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ მანამდეც გვქონდა არაერთი მაგალითი იმისა, თუ რაოდენ ბრუტალურ ძალას იყენებდნენ როგორც ევროპელი, ისე ამერიკელი სამართალდამცველები მომიტინგეების წინააღმდეგ, თან ხშირად – მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ჩვენს შემთხვევაში გახსოვთ, რა მასშტაბის ძალადობას ჰქონდა ადგილი და, კიდევ ერთხელ ვამბობ: მაშინ იყო ინციდენტები, სერიოზული გადაცდომები, მათ შორის, დანაშაულის ნიშნების შემცველი გადაცდომები, თუმცა არსებითად სამართალდამცავი ორგანოები მოქმედებდნენ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით. რაც შეეხება ორმაგ სტანდარტებს, ამას მიჩვეულები ვართ, საერთოდ ხმას არ იღებს არავინ იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელსაც ვხედავთ, პრაქტიკულად, მთელი ევროპის მასშტაბით – მაშინ, როდესაც, თავის დროზე, სანქციებიც კი აამოქმედეს ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობრივი მიტინგების მიმართ გამოვლენილი ქმედებების გამო. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რასაც ყველა მიჩვეულები ვართ და საზოგადოება ამას ხედავს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.