ნიკა ჩერქეზიშვილი - პენსიის 20 ლარით ზრდაზე უარყოფითი რეაქციები მიიღეს პენსიონერებისგან და მოუწიათ უკან დახევა, უბრალოდ, 25 ლარზე მეტი მაინც ვერ გაიმეტეს - „ლელოს“ პროგრამით, 4-წლიან ციკლში პენსიის 1000 ლარამდე გაზრდა შესაძლებელი იყო
„ძლიერი საქართველო - ლელოს“ საკრებულოს წევრის, ნიკა ჩერქეზიშვილის განცხადებით, პენსიონერთა პროტესტის გამო მთავრობას უკან დახევა მოუწია, თუმცა პენსიის 25 ლარზე მეტით გაზრდა მაინც ვერ გაიმეტა. მისი თქმით, პენსიის მომენტალურად მინიმუმ 120 ლარით გაზრდა სრულიად შესაძლებელია.

ამ ხელისუფლების პირობებშიც კი, საპენსიო პოლიტიკა პენსიონერების საჭიროებაზე რომ იყოს აწყობილი და არა საზოგადოების მხრიდან პროტესტის სიმწვავეზე, მისი ზრდა პენსიის ამჟამინდელი მოცულობის 1/3-ით მომენტალურად არის შესაძლებელი, ანუ - მინიმუმ 120 ლარით, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ თბილისის საკრებულოს წევრი, ნიკა ჩერქეზიშვილი წერს, რითაც ეხმაურება მთავრობის გადაწყვეტილებას 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდაზე.
მისი თქმით, „ლელოს“ პროგრამით, 4 - წლიან ციკლში პენსიის 1000 ლარამდე გაზრდა სრულიად შესაძლებელი იყო.
„70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია, 2027 წლის იანვრიდან 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით იზრდება. 70 წელზე მეტი ასაკის პენსიონერებისთვის თანხა უცვლელი რჩება - 60 ლარი.
20 ლარით ზრდაზე მკვეთრად უარყოფითი რეაქციები მიიღეს პენსიონერებისგან და მოუწიათ უკან დახევა.
უბრალოდ, მხოლოდ ნახევარი ნაბიჯი გადადგეს უკან და 25 ლარზე მეტი მაინც ვერ გაიმეტეს. „ლელოს" პროგრამით, 4 წლიან ციკლში პენსიის 1000 ლარამდე გაზრდა სრულიად შესაძლებელი იყო.
თუმცა ამ ხელისუფლების პირობებშიც კი, საპენსიო პოლიტიკა პენსიონერების საჭიროებაზე რომ იყოს აწყობილი და არა საზოგადოების მხრიდან პროტესტის სიმწვავეზე, მისი ზრდა პენსიის ამჟამინდელი მოცულობის 1/3-ით მომენტალურად არის შესაძლებელი, ანუ - მინიმუმ 120 ლარით“, - წერს ნიკა ჩერქეზიშვილი „ფეისბუქზე“.
ციტატები სტატიიდან
„70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია, 2027 წლის იანვრიდან 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით იზრდება. 70 წელზე მეტი ასაკის პენსიონერებისთვის თანხა უცვლელი რჩება - 60 ლარი. 20 ლარით ზრდაზე მკვეთრად უარყოფითი რეაქციები მიიღეს პენსიონერებისგან და მოუწიათ უკან დახევა. უბრალოდ, მხოლოდ ნახევარი ნაბიჯი გადადგეს უკან და 25 ლარზე მეტი მაინც ვერ გაიმეტეს. „ლელოს" პროგრამით, 4 წლიან ციკლში პენსიის 1000 ლარამდე გაზრდა სრულიად შესაძლებელი იყო. თუმცა ამ ხელისუფლების პირობებშიც კი, საპენსიო პოლიტიკა პენსიონერების საჭიროებაზე რომ იყოს აწყობილი და არა საზოგადოების მხრიდან პროტესტის სიმწვავეზე, მისი ზრდა პენსიის ამჟამინდელი მოცულობის 1/3-ით მომენტალურად არის შესაძლებელი, ანუ - მინიმუმ 120 ლარით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.