ირაკლი კობახიძე: თუ ვინმე არის ტროლ-ბოტი საქართველოში, ეს არის "სამართლიანი არჩევნები", რომელმაც დატროლა ქართველი ხალხი, როდესაც გააყალბა PVT 2020 წელს
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ერთადერთი „ტროლ-ბოტი“ „სამართლიანი არჩევნებია“, რომელმაც 2020 წელს PVT გააყალბა. მისი თქმით, ორგანიზაცია საერთოდ არ არის ღირებული, ხოლო ხელისუფლება სოცმედიაში აქტიურ მუშაობას გააგრძელებს.

თუ ვინმე არის ტროლ-ბოტი საქართველოში, ეს არის სამართლიანი არჩევნები, რომელმაც დატროლა ქართველი ხალხი, როდესაც გააყალბა PVT 2020 წელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე "სამართლიანი არჩევნების" ანგარიშთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა „სამართლიანი არჩევნები“ საერთოდ არ არის ღირებული, რადგან ის არის PVT-ის გამყალბებელი ორგანიზაცია.
"თუ ვინმე არის ტროლ-ბოტი საქართველოში, ეს არის "სამართლიანი არჩევნები", რომელმაც დატროლა ქართველი ხალხი, როდესაც გააყალბა PVT 2020 წელს. ერთადერთი ტროლ-ბოტი, ვინც მახსენდება არჩევნებთან მიმართებით, არის სწორედ ე.წ. სამართლიანი არჩევნები. ჩვენ აქტიურად ვართ წარმოდგენილი "ფეისბუქში", ზოგადად სოცმედიაში და გავაგრძელებთ აქტიურად მუშაობას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ციტატები სტატიიდან
„თუ ვინმე არის ტროლ-ბოტი საქართველოში, ეს არის "სამართლიანი არჩევნები", რომელმაც დატროლა ქართველი ხალხი, როდესაც გააყალბა PVT 2020 წელს. ერთადერთი ტროლ-ბოტი, ვინც მახსენდება არჩევნებთან მიმართებით, არის სწორედ ე.წ. სამართლიანი არჩევნები. ჩვენ აქტიურად ვართ წარმოდგენილი "ფეისბუქში", ზოგადად სოცმედიაში და გავაგრძელებთ აქტიურად მუშაობას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.