“3 თვის ჩვილი შიმშილით გარდაიცვალა, სამაგიეროდ, ჭამა-სმის ახალი სააგენტო გვექნება” – სალომე სიმონია
სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია აცხადებს, რომ მძიმე სოციალური პრობლემების ფონზე, „ოცნება“ გასტრონომიის ახალ სააგენტოს ბიუჯეტიდან 5,74 მილიონ ლარს უყოფს. მისი თქმით, უწყების 65 თანამშრომლის ხელფასებზე 3 მილიონი დაიხარჯება, სააგენტოს კი ყოფილი დეპუტატი ლევან ქარუმიძე უხელმძღვანელებს.

სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:
მართალია, 3 თვის ჩვილი შიმშილის დიაგნოზით გარდაეცვალა ზრუნვის სააგენტოს 2023 წელს, სამაგიეროდ, ჭამა-სმის ახალი სააგენტო გვექნება.
20,000 მარჩენალდაკარგული ბავშვი გვყავს ქვეყანაში – თვეში მხოლოდ და მხოლოდ 100 ლარიანი დახმარებით.
თუმცა, “ოცნება” ბიუჯეტის ფულს, 5 მილიონ 740 ათასი ლარის ოდენობით გასტრონომიის სააგენტოს აძლევს.
ახლადშექმნილ სამსახურს 65 თანამშრომელი ეყოლება და მათ ხელფასებში 3 მილიონი დაიხარჯება.
სააგენტოს თავმჯდომარე ლევან ქარუმიძეა, რომელიც 2020-2024 წლებში დეპუტატი გახლდათ “ოცნების” სიით.
2014-2020 წლებში მთავრობის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტში მუშაობდა.
მანამდე, ივანიშვილის საკუთრებაში არსებული ტელეკომპანია “მეცხრე არხის” დირექტორის თანაშემწე იყო.
დიდი სამუშაო გამოცდილების მქონე, ლევან ქარუმიძის დეკლარაციას თუ ნახავთ, აღმოაჩენთ, რომ უპოვარია.
გასტრონომიის სააგენტოს ხელმძღვანელი მხოლოდ და მხოლოდ საფლავს ფლობს.:
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.