ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: „ქართულ ოცნებას“ ყველაფერი ყალბი და ხელოვნური სძულს და უყვარს და პატივს სცემს ყველაფერს ნამდვილს და ორიგინალს. ამიტომ გვყავს ჩვენ მილიონ 1 120 000 ნამდვილი მხარდამჭერი

ქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში მმართველი პარტიის მხარდამჭერი ყალბი ანგარიშების შექმნას უარყოფს და ამტკიცებს, რომ მათ შესაძლოა ენჯეოები ქმნიდნენ. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ 1 120 000 ნამდვილი მხარდამჭერი ჰყავს.

შალვა პაპუაშვილი: „ქართულ ოცნებას“ ყველაფერი ყალბი და ხელოვნური სძულს და უყვარს და პატივს სცემს ყველაფერს ნამდვილს და ორიგინალს. ამიტომ გვყავს ჩვენ მილიონ 1 120 000 ნამდვილი მხარდამჭერი
შალვა პაპუაშვილი: „ქართულ ოცნებას“ ყველაფერი ყალბი და ხელოვნური სძულს და უყვარს და პატივს სცემს ყველაფერს ნამდვილს და ორიგინალს. ამიტომ გვყავს ჩვენ მილიონ 1 120 000 ნამდვილი მხარდამჭერიიმედინიუსი

„ქართულ ოცნებას“ ყველაფერი ყალბი და ხელოვნური სძულს და უყვარს და პატივს სცემს ყველაფერს ნამდვილს და ორიგინალს. ამიტომ გვყავს ჩვენ მილიონ 1 120 000 ნამდვილი მხარდამჭერი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელმაც თქვა, რომ სოციალურ ქსელში შეიქმნა ყალბი ანგარიშები, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.

პაპუაშვილი არ გამორიცხავს, რომ ენჯეოები თავად ქმნიან მსგავს ყალბ ანგარიშებს და თავად ახორციელებენ კონკრეტულ ოპერაციებს ამ ანგარიშებიდან.

„თვითონ უკრავენ, თვითონ ცეკვავენ, ბილეთებსაც თავად ჰყიდიან და ფულს იღებენ ამაში. რაში გვჭირდება ყალბი მომწონებელი, როდესაც კრიტიკული მედიის წარმომადგენლებიც მეთანხმებით პაატა ბურჭულაძის შვილის ქმედების შეფასებაში. „ქართულ ოცნებას“ ჰყავს 1 120 000 ნამდვილი მომწონებელი და მხარდამჭერი და ეს რიცხვი არის უცვლელი ბოლო 14 წლის განმავლობაში. თუ ვინმეს რაიმე სიყალბე სჭირდება, სჭირდება მამუკა ხაზარაძეს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თვითონ უკრავენ, თვითონ ცეკვავენ, ბილეთებსაც თავად ჰყიდიან და ფულს იღებენ ამაში. რაში გვჭირდება ყალბი მომწონებელი, როდესაც კრიტიკული მედიის წარმომადგენლებიც მეთანხმებით პაატა ბურჭულაძის შვილის ქმედების შეფასებაში. „ქართულ ოცნებას“ ჰყავს 1 120 000 ნამდვილი მომწონებელი და მხარდამჭერი და ეს რიცხვი არის უცვლელი ბოლო 14 წლის განმავლობაში. თუ ვინმეს რაიმე სიყალბე სჭირდება, სჭირდება მამუკა ხაზარაძეს“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?