ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

სკოტ ბესენტი: ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთთან დიზელის საწვავთან დაკავშირებულ შეთანხმებას არსებული სამართლებრივი უფლებამოსილების გამოყენებით აპირებს

აშშ-ის ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთთან დიზელის საწვავზე შეთანხმებას არსებული სამართლებრივი უფლებამოსილებით გეგმავს. მისი თქმით, ევროპელთა კრიტიკა თვალთმაქცობაა, რადგან ისინი ომის დაწყებიდან რუსეთს უკრაინაზე მეტ ფულს უხდიან.

სკოტ ბესენტი: ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთთან დიზელის საწვავთან დაკავშირებულ შეთანხმებას არსებული სამართლებრივი უფლებამოსილების გამოყენებით აპირებს
სკოტ ბესენტი: ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთთან დიზელის საწვავთან დაკავშირებულ შეთანხმებას არსებული სამართლებრივი უფლებამოსილების გამოყენებით აპირებსიმედინიუსი

ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთთან დიზელის საწვავთან დაკავშირებულ შეთანხმებას არსებული სამართლებრივი უფლებამოსილების გამოყენებით აპირებს, - აცხადებს აშშ-ის ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი.

მისივე თქმით, შეთანხმება ამერიკელი ხალხისთვის სასარგებლოა, რადგან დიზელის საწვავის ფასების შემცირებას შეუწყობს ხელს.

„პირველ რიგში, ჩვენ ამას ჩვენს ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი უფლებამოსილების გამოყენებით გავაკეთებთ. ასე რომ, კონგრესში ვინც უნდა ამტკიცებდეს, რომ ამის გაკეთებას ძველი კანონპროექტი ან ლინდსი გრემის ამჟამინდელი კანონპროექტი გვიკრძალავს, ის ცდება.

ევროპელებმა უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთს იმაზე მეტი ფული გადაუხადეს, ვიდრე უკრაინისთვის ჰქონდათ გადახდილი, რადგან რუსული ენერგორესურსებისგან თავის დაღწევას ვერ ახერხებენ. მათ ენერგეტიკული პოლიტიკა ჩაუვარდათ და კვლავ აფინანსებენ ვლადიმირ პუტინს. ამიტომ, როდესაც ისინი ამბობენ, რომ დიზელის ფასების შემცირებით მიღებული შეღავათი არ უნდა გვქონდეს, ეს სრული თვალთმაქცობაა“, - აცხადებს სკოტ ბესენტი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პირველ რიგში, ჩვენ ამას ჩვენს ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი უფლებამოსილების გამოყენებით გავაკეთებთ. ასე რომ, კონგრესში ვინც უნდა ამტკიცებდეს, რომ ამის გაკეთებას ძველი კანონპროექტი ან ლინდსი გრემის ამჟამინდელი კანონპროექტი გვიკრძალავს, ის ცდება. ევროპელებმა უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთს იმაზე მეტი ფული გადაუხადეს, ვიდრე უკრაინისთვის ჰქონდათ გადახდილი, რადგან რუსული ენერგორესურსებისგან თავის დაღწევას ვერ ახერხებენ. მათ ენერგეტიკული პოლიტიკა ჩაუვარდათ და კვლავ აფინანსებენ ვლადიმირ პუტინს. ამიტომ, როდესაც ისინი ამბობენ, რომ დიზელის ფასების შემცირებით მიღებული შეღავათი არ უნდა გვქონდეს, ეს სრული თვალთმაქცობაა“
სკოტ ბესენტი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?