ბოლნისში ძველ გერმანულ უბანში, სახალხო დღესასწაული „ბოლნისქალაქობა 2026“ აღინიშნა
ბოლნისში, ძველ გერმანულ უბანში, სახალხო დღესასწაული „ბოლნისქალაქობა 2026“ გაიმართა, სადაც საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვეს და ღონისძიება გალა-კონცერტით დაასრულეს.

ბოლნისში ძველ გერმანულ უბანში, სახალხო დღესასწაული „ბოლნისქალაქობა 2026“ აღინიშნა. დღის განმავლობაში მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი და საინტერესო პროგრამით უმასპინძლეს.
პატარებისთვის მოეწყო გასართობი და შემეცნებითი აქტივობები. სტუმრებს, ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრები და დაეგემოვნებინათ ადგილობრივი პროდუქცია თუ ბოლნური ღვინო. საკუთარი შემოქმედება წარადგინეს ბოლნისის მუნიციპალურმა თეატრმა, კულტურის ცენტრმა და მუნიციპალიტეტის სკოლებმა. გაიმართა ბოლნისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია.
„ბოლნისქალაქობა 2026“ გრანდიოზული გალა-კონცერტით დასრულდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.