ლეგენდარული სოფიკო - ქალი, რომლის ცხოვრება ჰგავდა კინოს. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
სოფიკო ჭიაურელი 90 წლის გახდებოდა — 2008 წელს გარდაცვლილი მსახიობის ცხოვრებასა და შემოქმედებას „იმედის კვირამ“ საავტორო რეპორტაჟი მიუძღვნა.

სოფიკო ჭიაურელი - ქალი, რომლის ცხოვრება მართლაც ჰგავდა კინოს დიდი სიყვარულით, თავბრუდამხვევი წარმატებით, ტკივილითა და იმ იშვიათი ბედნიერებით, რომელსაც მხოლოდ გამორჩეული ადამიანები პოულობენ.
ასობით როლი, დიდი რეჟისორები, მსოფლიო აღიარება და წარმატების გზა, რომელიც ეკრანს გასცდა და მთელი ქვეყნის გულში დაიმკვიდრა ადგილი, მაგრამ ყველაზე დიდი როლი, როგორც თავად ამბობდა, მისთვის მაინც ოჯახი იყო.
სოფიკო ჭიაურელი 90 წლის გახდებოდა. იგი 2008 წლის 2 მარტს გარდაიცვალა. თუმცა, როგორ შეიძლება გარდაცვლილი უწოდო მას, ვინც დღემდე გვახსენებს, რა შეუძლია ნამდვილ ხელოვანს.
ნახეთ ელენე ცინცაძის საავტრო რეპორტაჟი - ლეგენდარულ სოფიკო ჭიაურელზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…