ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო და რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 3.75-4.0%-ის დიაპაზონამდე გაზარდა. უწყების ხელმძღვანელის, კევინ უორშის განცხადებით, მიზანი ინფლაციის 2%-იან ნიშნულზე დაბრუნებაა. აღნიშნული ნაბიჯი წინააღმდეგობაში მოდის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნებთან, თუმცა ანალიტიკოსები და ინვესტორები ამ გადაწყვეტილებას ელოდნენ.

აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა
აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდაBM.GE

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.

FED-ის საბჭომ განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით გაზარდა, რის შედეგად რეფინანსირების განაკვეთი 3.75-4.0%-ის დიაპაზონით განისაზღვრა.

უნდა აღინიშნოს, რომ ანალიტიკოსთა და ინვესტორთა აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ამ გადაწყვეტილებას ელოდა, რადგან როგორც უწყების ხელმძღვანელმა, კევინ უორშმა განაცხადა, ცენტრალური ბანკი ყველაფერს გააკეთებს ინფლაციის 2%-იან ნიშნულზე დასაბრუნებლად.

ცნობისთვის, განაკვეთის ცვლილების ბოლო გადაწყვეტილება FED-მა 2025 წლის დეკემბერში მიიღო, როდესაც ჯერომ პაუელის ხელმძღვანელობით განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირდა. შესაბამისად, 2026 წლის პირველი ცვლილება არა მონეტარული პოლიტიკოს შემსუბუქება, არამედ მისი გამკაცრებაა, რაც სრულ წინააღმდეგობაშია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ნება-სურვილთან, რომელიც FED-ის მხრიდან განაკვეთის შემცირებას მოითხოვდა.

კევინ უორშის ამ გადაწყვეტილებას კრიტიკული მნიშვნელობა არა მხოლოდ ეკონომიკური მიზეზების, არამედ პიროვნული ფაქტორების გამოც აქვს. განაკვეთის გაზრდით FED-ის ახალმა თავმჯდომარემ დაამტკიცა, რომ მას პრეზიდენტი ტრამპისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია და ფედერალური რეზერვი ისევ რჩება პოლიტიკურად ნეიტრალურ უწყებად, რომელიც მხოლოდ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებებს.

განაკვეთის ცვლილება მოკლევადიანი ობლიგაციების სარგებლიანობას ზრდის და ამერიკულ დოლარს გამყარებისაკენ უბიძგებს. ამ ცვლილებით ძვირდება სესხები დოლარში და ოდნავ მცირდება ინტერესი აქციების ბაზრისა თუ სხვა სახის საინვესტიციო აქტივების მიმართ, თუმცა თავად ეს გადაწყვეტილება იმდენად მოსალოდნელი იყო, რომ მისი გავლენა უკვე წინასწარ იყო ასახული აქტივების ფასებში.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა სესხის პროცენტი გაზარდა, ტრამპი უკმაყოფილოაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები