,, შეგიძლია სახლი იყიდო მალიორკაზე, მაგრამ არსებობს სამყაროში ხალხი, რომელთაც ჩემს მეზობლად ურჩევნიათ ცხოვრება…” – ზურა ჯაფარიძე
ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ერთმანეთს ადარებს ტრამპ თაუერის კვადრატული მეტრის ფასებს მსოფლიოს სხვადასხვა პოპულარულ ქალაქებსა და კურორტებზე უძრავი ქონების ღირებულებასთან.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,გავერთე და ფასები შევადარე
ტრამპ თაუერის (თუ მთელი კომპლექსის) 1 კვ/მ-ზე დაანონსებულ ფასში, შეგიძლია იყიდო ბინა/აპარტამენტი:
მადრიდში, ბარსელონაში, ლისაბონში, რომში, მილანში, ათენში (რივიერაზე), კანში/ნიცაში (ასევე რივიერაზე), დუბაიში, მაიამიში, კიოტოში, სტამბულში (ბოსფორზე), ვენაში, შვეიცარიის ალპებში, დუბროვნიკში და ა.შ.
შეგიძლია სახლი იყიდო მალიორკაზე, მარბელიაში, კომოს ტბაზე (თალაკვაძეს იქ უყვარდა ობლად სიარული), ტოსკანაში, ჟენევის ტბის მიმდებარედ, იბიცაზე, ალგარვიში, კურშაველში და ა.შ.
მაგრამ არსებობს სამყაროში ხალხი, რომელთაც ჩემს მეზობლად ურჩევნიათ ცხოვრება
რადგან საცობებზე ანძ&ევენ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…