ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ახალციხეში კალათბურთის ახალი დარბაზი გაიხსნა

ქართული ოცნება

ახალციხეში თითქმის 5 მილიონი ლარის ღირებულების კალათბურთის ახალი დარბაზი გაიხსნა, რომელიც 300 მაყურებელზეა გათვლილი. ობიექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით აშენდა.

ახალციხეში კალათბურთის ახალი დარბაზი გაიხსნა
ახალციხეში კალათბურთის ახალი დარბაზი გაიხსნარუსთავი 2

ახალციხეში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, კალათბურთის ახალი დარბაზი სუპერლიგის პირველი თამაშით გაიხსნა. ახალციხის საკალათბურთო გუნდი საკუთარ მოედანზე ბათუმის გუნდს დაუპირისპირდა, შეხვედრა კი მცირე უპირატესობით სტუმრების სასარგებლოდ დასრულდა. კალათბურთის ახალი დარბაზი 300 მაყურებელზეა გათვლილი.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. მისი ღირებულება კი თითქმის 5 მილიონი ლარია.

"დღეს ახალციხეში ისტორია დაიწერა. შედგა პირველი საკალათბურთო თამაში. ახალციხის საკალათბურთო გუნდი ახალციხის მონაწილეობით. მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის, ჩვენი ქალაქისთვის, რათა ჩვენი ახალგაზრდები იყვნენ ჩართულები და მნიშვნელოვანია ასევე, რომ დღეიდან დაიწყო საკალათბურთო აკადემიამ ბავშვების მიღება. აკადემიის ბავშვებისთვის სწავლა არის სრულიად უფასო მთელი რეგიონის, ექვსივე მუნიციპალიტეტის ფარგლებში," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა, ანტონ ობოლაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღეს ახალციხეში ისტორია დაიწერა. შედგა პირველი საკალათბურთო თამაში. ახალციხის საკალათბურთო გუნდი ახალციხის მონაწილეობით. მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის, ჩვენი ქალაქისთვის, რათა ჩვენი ახალგაზრდები იყვნენ ჩართულები და მნიშვნელოვანია ასევე, რომ დღეიდან დაიწყო საკალათბურთო აკადემიამ ბავშვების მიღება. აკადემიის ბავშვებისთვის სწავლა არის სრულიად უფასო მთელი რეგიონის, ექვსივე მუნიციპალიტეტის ფარგლებში,“
ანტონ ობოლაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ახალციხეში დასაქმების ფორუმი გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები