ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

იუსტიციის მინისტრი: ჩვენი ხელისუფლების პირობებში ციხეში ძალადობა არის წარმოუდგენელი რამ. აქამდე ასეთი შემთხვევა არ ყოფილა

იუსტიციის სამინისტროსაქართველოს პროკურატურა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ ხელისუფლების პირობებში ციხეში ძალადობა წარმოუდგენელია. პენიტენციურმა სამსახურმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის განცხადება სექსუალური ძალადობის შესახებ უარყო, ხოლო პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიებით დანაშაული არ დადასტურდა.

იუსტიციის მინისტრი: ჩვენი ხელისუფლების პირობებში ციხეში ძალადობა არის წარმოუდგენელი რამ. აქამდე ასეთი შემთხვევა არ ყოფილა
იუსტიციის მინისტრი: ჩვენი ხელისუფლების პირობებში ციხეში ძალადობა არის წარმოუდგენელი რამ. აქამდე ასეთი შემთხვევა არ ყოფილაიმედინიუსი

ჩვენი ხელისუფლების პირობებში ციხეში ძალადობა არის წარმოუდგენელი რამ. აქამდე ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ გადაცემაში „ღია ეთერი“.

იუსტიციის მინისტრმა მსჯავრდებულ, გიორგი დავითაძის საქმის შესახებ ისაუბრა.

„ამ შემთხვევაზე 10 თვეა გამოძიება მიმდინარეობს. არცერთი პოლიტიკური პარტია, არცერთი „ენჯეო“ ამ შემთხვევას მაშინ არ გამოხმაურებია და ასეთი ამბავი არ აწეულა, როგორც ახლა აიწია. სწორედ ახლა ჰქონდა ამას ორკესტრირებული მცდელობა, რომ ციხეში საბოტაჟი გამოეწვია. ვერ გავიზიარებ ისეთ მოსაზრებას, რომ დაუსაბუთებელი ბრალდებების პირობებში ვინმეს პასუხისმგებლობა დავაყენო, უფლებამოსილება შევუზღუდო და პენიტენციური სისტემა საბოტაჟის ქვეშ დავაყენო“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სიცრუე უწოდა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის განცხადებას, რომ მასზე სექსუალურად იძალადეს და გაავრცელა ვიდეო მასალა, რომელიც 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის კადრებს ასახავს. მათივე განმარტებით, დავითაძემ კატეგორიულად თქვა უარი შემოწმება-დათვალიერებაზე, რის შემდეგაც დაწესებულების თანამშრომლებმა, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, ელექტროდეტექტორის გამოყენებით, იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს.

საქმეზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო. დღეს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა და დადგინდა რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამ შემთხვევაზე 10 თვეა გამოძიება მიმდინარეობს. არცერთი პოლიტიკური პარტია, არცერთი „ენჯეო“ ამ შემთხვევას მაშინ არ გამოხმაურებია და ასეთი ამბავი არ აწეულა, როგორც ახლა აიწია. სწორედ ახლა ჰქონდა ამას ორკესტრირებული მცდელობა, რომ ციხეში საბოტაჟი გამოეწვია. ვერ გავიზიარებ ისეთ მოსაზრებას, რომ დაუსაბუთებელი ბრალდებების პირობებში ვინმეს პასუხისმგებლობა დავაყენო, უფლებამოსილება შევუზღუდო და პენიტენციური სისტემა საბოტაჟის ქვეშ დავაყენო“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პაატა სალია: სახალხო დამცველმა მსჯვარდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები