ზაზა ბიბილაშვილი: პრინციპში, ეს ერთხელ უკვე თქვა ტრამპმა, ზუსტად ამ ფორმით
ტრამპ-პუტინის საწვავის გარიგებაზედ - ტრამპის მომხრეებიც კი ვერ ხსნიან, რაშია საქმე. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ დიზელის ის რაოდენობა, რომელიც დასახელდა, ამერიკაში საწვავზე ფასს ვერ დაწევს. შესაბამისად, რაღაც სხვაში უნდა იყოს საქმეო, რაშიც ვეთანხმები.
„ჭავჭავაძის ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზაზა ბიბილაშვილი:
ტრამპ-პუტინის საწვავის გარიგებაზედ - ტრამპის მომხრეებიც კი ვერ ხსნიან, რაშია საქმე. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ დიზელის ის რაოდენობა, რომელიც დასახელდა, ამერიკაში საწვავზე ფასს ვერ დაწევს. შესაბამისად, რაღაც სხვაში უნდა იყოს საქმეო, რაშიც ვეთანხმები.
უცნაურია, რომ არავინ საუბრობს იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს რუსეთისთვის ამ გარიგების შედეგად ამერიკისგან გაგანია ომისას მიღებული თანხა. მაგრამ ამაზე სხვა დროს - შეიძლება ეს თანხა მცირეა და სალაპარაკოდაც არ ღირს.
ბევრის აზრით, ეს ტრამპის მორიგი "მნაგახადოვკაა", რომლის შედეგსაც ჩვენ, მოკვდავნი, გარკვეული პერიოდის შემდეგ დავინახავთ. მაგრამ სანამ გარიგების რეალური მიზეზი ჩვენთვის და ომში ჩართული უკრაინისთვის ხილული და საგრძნობი გახდება, მანამ ერთი რამ აშკარაა:
თუ, როგორც ვთანხმდებით, რუსული დიზელი ამერიკაში საწვავს ვერ გააიაფებს და თუ საწვავზე მაღალი ფასის მიზეზი ირანთან ომი და ჰორმუზის სრუტე არაა (რასაც ტრამპი მუდამ იმეორებს), მაშინ რატომ მოიხმო ტრამპმა საწვავის გაიაფება გარიგების მიზეზად? ამას ერთადერთი რეალური შედეგი შეიძლება მოჰყვეს:
როცა საწვავი არ გაიაფდება, ხოლო ამერიკელი ობივატელი მოისმენს მორიგ ნიუსს, რომ უკრაინა რუსულ ნავთობ-ობიექტებს ბომბავს, მის თვალში ძვირი ნავთობის მიზეზი უკრაინა და ზელენსკი გახდებიან. პრინციპში, ეს ერთხელ უკვე თქვა ტრამპმა, ზუსტად ამ ფორმით. ანუ ამ გარიგების ამგვარი გაპიარება, მიუხედავად იმისა, მიეწოდება თუ არა საწვავი, გამოიწვევს ამერიკაში ანტიუკრაინული განწყობის ზრდას.
გვითხარით, რომ ასე არ არის. და ახსნისას შეეცადეთ: (ა) არ გვეჩხუბოთ; (ბ) ენა არ მოგვიჩლიქოთ: და (გ) არ ახსენოთ ბაიდენი და ევროპა - რამეთუ ჩვენ ამერიკის ისტორიაში ყველაზე გენიალურ პრეზიდენტზე ვსაუბრობთ და ბაიდენთან ან შოლცთან შედარება მასვე აკნინებს, ნუ ვაკადრებთ ამას!
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…