პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პაატა სალია: პენიტენციურ სისტემაში მოხვედრით ადამიანს ეზღუდება თავისუფლება, თუმცა, ის ინარჩუნებს ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიც არის სიცოცხლის უფლება, ჯანმრთელობის უფლება და ასე შემდეგ, სწორედ ეს არის „ქართული ოცნების" ხელწერა

ქართული ოცნება

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ პენიტენციურ სისტემაში პატიმრები ინარჩუნებენ ფუნდამენტურ უფლებებს და რომ 2012 წლის შემდეგ სახელმწიფოს დამოკიდებულება პატიმრების მიმართ ფუნდამენტურად შეიცვალა.

პაატა სალია: პენიტენციურ სისტემაში მოხვედრით ადამიანს ეზღუდება თავისუფლება, თუმცა, ის ინარჩუნებს ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიც არის სიცოცხლის უფლება, ჯანმრთელობის უფლება და ასე შემდეგ, სწორედ ეს არის „ქართული ოცნების" ხელწერა
იმედინიუსი

პენიტენციურ სისტემაში მოხვედრით ადამიანს ეზღუდება თავისუფლება, თუმცა, ის ინარჩუნებს ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიც არის სიცოცხლის უფლება, ჯანმრთელობის უფლება და ასე შემდეგ. სწორედ ეს არის ამოსავალი წერტილი ჩვენი პენიტენციური სისტემისთვის დღეს და სწორედ ეს არის „ქართული ოცნების" ხელწერა, - განაცხადა გადაცემაში "ღია ეთერი" იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.

მინისტრის თქმით, დღევანდელი სისტემის შეფასებისას აუცილებელია 2012 წლამდე პერიოდის გახსენება.

"ყველას გვახსოვს, როგორი იყო ვითარება ქართულ ციხეებში - პატიმართა წამებას, ღირსების შემლახველ მოპყრობას ჰქონდა სისტემური ხასიათი, ძალიან მაღალი იყო გადატვირთულობა და იყო მძიმე საყოფაცხოვრებო პრობლემებიც. როცა ვამბობ, რომ პატიმართა წამებას სისტემური ხასიათი ჰქონდა, ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური განცხადება, ეს არის დადასტურებული ფაქტი, ამაზე მეტყველებს ერთ-ერთ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს არის საქმე სახელწოდებით "ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ", სადაც სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად დაადგინა, რომ მომჩივანის წამება იყო სისტემური პრაქტიკის ნაწილი.

ეს ყველაფერი ფუნდამენტურად არის შეცვლილი 2012 წლის შემდეგ, რამდენიმე რეფორმა განხორციელდა სასჯელაღსრულების სისტემაში. რაც ყველაზე მთავარია, შეიცვალა სახელმწიფოს დამოკიდებულება პატიმრის მიმართ. დღეს სახელმწიფოს ამოცანა არ არის მხოლოდ უზრუნველყოს სასჯელის აღსრულება, არამედ ჩვენი ამოცანაა ხელი შევუწყოთ ადამიანს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გატარებული პერიოდი გამოიყენოს ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად", - განაცხადა პაატა სალიამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოპაატა სალია: დაწესებულებაში მოხვედრისას ადამიანს ეზღუდება თავისუფლება, თუმცა ის ინარჩუნებს ღირსებას... სწორედ ეს არის ამოსავალი პრინციპი ჩვენი პენტენციური სისტემის საქმიანობისთვის დღეს და სწორედ ეს არის "ქართული ოცნების" ხელწერა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ქართული ოცნების" ხელწერა, - განაცხადა გადაცემაში "ღია ეთერი" იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ. მინისტრის თქმით, დღევანდელი სისტემის შეფასებისას აუცილებელია 2012 წლამდე პერიოდის გახსენება. "ყველას გვახსოვს, როგორი იყო ვითარება ქართულ ციხეებში - პატიმართა წამებას, ღირსების შემლახველ მოპყრობას ჰქონდა სისტემური ხასიათი, ძალიან მაღალი იყო გადატვირთულობა და იყო მძიმე საყოფაცხოვრებო პრობლემებიც. როცა ვამბობ, რომ პატიმართა წამებას სისტემური ხასიათი ჰქონდა, ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური განცხადება, ეს არის დადასტურებული ფაქტი, ამაზე მეტყველებს ერთ-ერთ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს არის საქმე სახელწოდებით "ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ", სადაც სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად დაადგინა, რომ მომჩივანის წამება იყო სისტემური პრაქტიკის ნაწილი. ეს ყველაფერი ფუნდამენტურად არის შეცვლილი 2012 წლის შემდეგ, რამდენიმე რეფორმა განხორციელდა სასჯელაღსრულების სისტემაში. რაც ყველაზე მთავარია, შეიცვალა სახელმწიფოს დამოკიდებულება პატიმრის მიმართ. დღეს სახელმწიფოს ამოცანა არ არის მხოლოდ უზრუნველყოს სასჯელის აღსრულება, არამედ ჩვენი ამოცანაა ხელი შევუწყოთ ადამიანს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გატარებული პერიოდი გამოიყენოს ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად“
პაატა სალია
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პაატა სალია: მნიშვნელოვანი განსხვავება რაც არის და რასაც ვადარებთ 2012 წლამდე და დღეს არსებულ ვითარებას, ეს არის ის, რომ სისტემურ დანაშაულს ადგილი არ აქვს. ერთეული შემთხვევები თუ სადმე გამოვლინდება, ამისგან დაზღვეული მსოფლიოში არცერთი სისტემა არ არის და არცერთ ქვეყანაში იდეალური პენიტენციური სისტემა არ არსებობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები