პუტინმა ტრამპთან საუბრისას სამმხრივი მოლაპარაკებების შესაძლებლობა გამორიცხა – კრემლი
რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის, იური უშაკოვის განცხადებით, ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპთან საუბარში სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების აღდგენის შესაძლებლობა გამორიცხა და უკრაინა მოლაპარაკებების ჩაშლაში დაადანაშაულა. პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა ტრამპის გადაწყვეტილება რუსეთთან დიზელის მიწოდებაზე შეთანხმების შესახებ.

რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის, იური უშაკოვის თქმით, 9 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის დროს სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების აღდგენის შესაძლებლობა გამორიცხა და თქვა, რომ რუსეთის პოზიცია საომარი მიზნებისა და ამოცანების შესახებ უცვლელია. მანვე დაამატა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები "ინიციატივას სრულად ფლობს და თავდაჯერებულად მიიწევს წინ".
ამის შესახებ უშაკოვმა კრემლის პროპაგანდისტ პაველ ზარუბინთან საუბრის დროს ილაპარაკა.
უშაკოვის თანახმად, პუტინმა ტრამპთან საუბრისას უკრაინა რუსეთში "არჩევნების ჩაშლის მცდელობებით" სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლაში უკრაინა დაადანაშაულა და თქვა, რომ თუკი წარსულში აშშ-ს, უკრაინისა და რუსეთის სამმხრივ შეხვედრაზე დისკუსია მიმდინარეობდა, აწმყოში "ვითარება სხვაგვარია".
"აღვნიშნავ, რომ კიევის მისწრაფებას, ჩვენი ქვეყნის შიგნით იერიშებით შეხების მთლიან ხაზზე რუსი სამხედროების წინსვლა შეაჩეროს, არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ჩვენი შეიარაღებული ძალები ინიციატივას სრულად ფლობს და თავდაჯერებულად მიიწევს წინ. ამასთან, ვლადიმირ პუტინმა თვალნათლივ ცხადყო, რომ ჩვენი პოზიცია სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებისა და ამოცანების, ისევე, როგორც გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად პოლიტიკურ-დიპლომატიური რეგულირების შესახებ უცვლელია.
განსაკუთრებით ხაზი გაესვა, რომ თუკი პრეზიდენტების წინა საუბრის მიმდინარეობისას აშშ-სა და უკრაინის ჩართულობით სამმხრივი მოლაპარაკებების აღდგენა განიხილებოდა, ამჟამად ვითარება სხვაგვარია. ჩვენი არჩევნების ჩაშლის მცდელობებით, არჩევნების ძირითად დღეს მოსკოვზე, სხვა ქალაქებსა და საარჩევნო უბნებზე, არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ ადამიანებზე დრონებით ზემასობრივი იერიშის მიტანით კიევის რეჟიმმა მოლაპარაკებების პროცესის მყისიერი აღდგენის შესაძლებლობა არსებითად ჩაშალა".- თქვა უშაკოვმა.
ცნობისთვის, მაიამიში აშშ-ს, უკრაინისა და ევროპის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მიმდინარეობისას, 9 ოქტომბერს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ვლადიმირ პუტინს რუსეთის მიერ ამერიკული და მსოფლიო ბაზრებისთვის მილიონობით ტონა დიზელის საწვავს მიწოდებაზე შეუთანხმდა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპის გადაწყვეტილება გააკრიტიკა და Axios-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მას "სრულად საშინელი" და "პუტინისთვის განკუთვნილი დაბადების დღის საჩუქარი" უწოდა.
ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკიმ თქვა, რომ აშშ მაიამიში აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებს "თვალის ასახვევად იყენებს", სანამ რუსეთთან შეთანხმებაზე საუბრობს და მათთვის დიზელის ექსპორტირების ნების დართვით ომში ფულს დებს.
ცნობისთვის, ბოლო თვეებში რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის დარტყმები ძალზე ეფექტიანი აღმოჩნდა და რუსეთში ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვია. საპასუხოდ რუსეთმა დიზელის ექსპორტზე აკრძალვა დააწესა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა წნეხი დიზელის გლობალურ ბაზრებზე, რომლებიც ირანში მიმდინარე ომის გამო ისედაც მძიმე მდგომარეობაში იყო.
ციტატები სტატიიდან
„აღვნიშნავ, რომ კიევის მისწრაფებას, ჩვენი ქვეყნის შიგნით იერიშებით შეხების მთლიან ხაზზე რუსი სამხედროების წინსვლა შეაჩეროს, არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ჩვენი შეიარაღებული ძალები ინიციატივას სრულად ფლობს და თავდაჯერებულად მიიწევს წინ. ამასთან, ვლადიმირ პუტინმა თვალნათლივ ცხადყო, რომ ჩვენი პოზიცია სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებისა და ამოცანების, ისევე, როგორც გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად პოლიტიკურ-დიპლომატიური რეგულირების შესახებ უცვლელია. განსაკუთრებით ხაზი გაესვა, რომ თუკი პრეზიდენტების წინა საუბრის მიმდინარეობისას აშშ-სა და უკრაინის ჩართულობით სამმხრივი მოლაპარაკებების აღდგენა განიხილებოდა, ამჟამად ვითარება სხვაგვარია. ჩვენი არჩევნების ჩაშლის მცდელობებით, არჩევნების ძირითად დღეს მოსკოვზე, სხვა ქალაქებსა და საარჩევნო უბნებზე, არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ ადამიანებზე დრონებით ზემასობრივი იერიშის მიტანით კიევის რეჟიმმა მოლაპარაკებების პროცესის მყისიერი აღდგენის შესაძლებლობა არსებითად ჩაშალა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.