ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში, რომლებიც ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სსფ-ისა და მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელებთან, ასევე დონორ ორგანიზაციებთან და ინვესტორებთან.

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობასიმედინიუსი

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში, რომელიც 12-18 ოქტომბერს, ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში გაიმართება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელ პირებთან.

შედგება კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების შეხვედრა სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან. ლაშა ხუციშვილი, მონაწილეობას მიიღებს სსფ-ის მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში, ასევე, სსფ-სა და მსოფლიო ბანკის წევრი ქვეყნების ჯგუფის (Constituency) შეხვედრაში.

დაგეგმილია შეხვედრები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დონორი ორგანიზაციების, სარეიტინგო და მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან.

ფინანსთა სამინისტროს მხრიდან დელეგაციაშია ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე. ორმხრივი შეხვედრების გარდა, იგი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის შესაძლებლობების განვითარების რეგიონული ცენტრისა (CCAMTAC) და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) შეხვედრებში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები