ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ქალაქ ვალეში საშემოდგომო დღესასწაული „ვალეობა“ აღინიშნა

ქალაქ ვალეში საშემოდგომო დღესასწაული „ვალეობა“ აღინიშნა, რომლის ფარგლებშიც კულტურული აქტივობები, ადგილობრივი სამზარეულოს გამოფენა და გალა-კონცერტი გაიმართა.

ქალაქ ვალეში საშემოდგომო დღესასწაული „ვალეობა“ აღინიშნა
ქალაქ ვალეში საშემოდგომო დღესასწაული „ვალეობა“ აღინიშნაიმედინიუსი

ქალაქ ვალეში საშემოდგომო დღესასწაული „ვალეობა“ აღინიშნა.

ღონისძიება კულტურის სახლის მიმდებარედ გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის კულტურული აქტივობები, საშემოდგომო კუთხეები, მესხური სამზარეულოსთვის დამახასიათებელი კერძები და კულინარიული შემოქმედება, ასევე ადგილობრივი ხელოვანების და ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები.

ადგილობრივებს დღესასწაული მიულოცეს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილმა.

„ჩვენი ძალიან დიდი სურვილი იყო დღევანდელი დღე განსაკუთრებულად აღგვენიშნა და თქვენთვის დაუვიწყარი დღე გვეჩუქებინა. ჩვენ აქ გავაცოცხლეთ ვალეს გამორჩეული ისტორია, რომელიც ამ ქალაქს ჰქონდა და რითაც ძალიან ვამაყობთ. გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს!“, - აღნიშნა ვარლამ წიკლაურმა.

ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ვალეობის“ დღესასწაული გალა კონცერტით გაგრძელდა. მაყურებლის წინაშე ცნობილი ქართველი მომღერალი თამარ გვერდწითელი და ჯგუფი „თეატრალურის კვარტეტი“ წარსდგნენ. ღონისძიების ფარგლებში ასევე დაჯილდოვდნენ ღვაწლმოსილი და დამსახურებული ვალელები.

ტელეწამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ სპეციალურად მომზადებული ვიდეოკოლაჟი წარადგინა, სადაც ქალაქ ვალეს დაარსების, მისი განვითარებისა და აქ მცხოვრები ადამიანების ისტორიები იყო წარმოდგენილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენი ძალიან დიდი სურვილი იყო დღევანდელი დღე განსაკუთრებულად აღგვენიშნა და თქვენთვის დაუვიწყარი დღე გვეჩუქებინა. ჩვენ აქ გავაცოცხლეთ ვალეს გამორჩეული ისტორია, რომელიც ამ ქალაქს ჰქონდა და რითაც ძალიან ვამაყობთ. გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს!“
ვარლამ წიკლაური
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.