ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

რუსეთის ვიცე-პრემიერი: რუსეთი დიზელის საექსპორტო შეზღუდვების მოხსნას დაუყოვნებლივ იწყებს

რუსეთი დიზელის საექსპორტო შეზღუდვების მოხსნას იწყებს. ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკის განცხადებით, ბაზარი სრულად იქნება უზრუნველყოფილი და რუსეთი მზადაა აშშ-ის ბაზარს დიზელი ოქტომბერშივე მიაწოდოს.

რუსეთის ვიცე-პრემიერი: რუსეთი დიზელის საექსპორტო შეზღუდვების მოხსნას დაუყოვნებლივ იწყებს
რუსეთის ვიცე-პრემიერი: რუსეთი დიზელის საექსპორტო შეზღუდვების მოხსნას დაუყოვნებლივ იწყებსიმედინიუსი

რუსეთი დიზელის საექსპორტო შეზღუდვების მოხსნას დაუყოვნებლივ იწყებს. აღნიშნულის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა.

ალექსანდრ ნოვაკის განცხადებით, რუსული ბაზარი სრულად იქნება უზრუნველყოფილი დიზელით. პარალელურად, მოსკოვი პოზიტიურად აფასებს აშშ-ის ნაბიჯებს მსოფლიო ენერგობაზრის სტაბილიზაციისა და ნორმალური ენერგოვჭრობის აღდგენის მიმართულებით და მზადაა, აშშ-ის ბაზარს დამატებითი მოცულობის დიზელი უკვე ოქტომბერშივე მიაწოდოს.

გარდა ამისა, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე, რუსეთი დიზელის ექსპორტის კიდევ უფრო გაზრდას ნოემბერსა და დეკემბერში გეგმავს.

მოსკოვი ასევე აცხადებს მზაობას, მომავალშიც ითანამშრომლოს აშშ-თან ისეთი ქმედებებისთვის, რომლებიც უფრო პროგნოზირებადი და ჯანსაღი ენერგობაზრის შექმნას შეუწყობს ხელს.

მანამდე აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის დავალებით, უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) დაუყოვნებლივ გასცემს დროებით გენერალურ ლიცენზიას. აღნიშნული დოკუმენტი გლობალურ ბაზარზე რუსული დიზელის მიწოდებისა და ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.