ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

რუბიო: ან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო შეწყვეტს მუქარას, ან ბოლოს მოვუღებთ ჩვენ მას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაშლით დაემუქრა, თუკი ის თავის ქმედებებს და მუქარას არ შეწყვეტს, და მოუწოდა მოკავშირეებს სათანადო ზომების მიღებისკენ.

რუბიო: ან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო შეწყვეტს მუქარას, ან ბოლოს მოვუღებთ ჩვენ მას
რუბიო: ან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო შეწყვეტს მუქარას, ან ბოლოს მოვუღებთ ჩვენ მასრუსთავი 2

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) დაშლით ემუქრება, თუკი ისინი მუქარას არ შეწყვეტენ.

რუბიომ ვაშინგტონის მოკავშირეებსაც მოუწოდა, რეაგირება მოახდინონ ICC-ის ქმედებებზე:

"ან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) შეწყვეტს მუქარას, ან ჩვენ მოვუღებთ ბოლოს ამ სასამართლოს.

მოველით, რომ ჩვენი მოკავშირეები, რომელთაგან ბევრი ამ სასამართლოს წევრია და თავდაცვისთვის ამერიკელ სამხედროებზეა დამოკიდებული - სათანადო ზომებს მიიღებენ ამ უკონტროლო სასამართლოს შესაკავებლად.

წინააღმდეგ შემთხვევაში, შეერთებული შტატები გააგრძელებს კამპანიას ამ სასამართლოს ეტაპობრივი დაშლის მიზნით, სანამ ამერიკელებს საფრთხე აღარ დაემუქრებათ,"- აცხადებს მარკო რუბიო.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) შეწყვეტს მუქარას, ან ჩვენ მოვუღებთ ბოლოს ამ სასამართლოს. მოველით, რომ ჩვენი მოკავშირეები, რომელთაგან ბევრი ამ სასამართლოს წევრია და თავდაცვისთვის ამერიკელ სამხედროებზეა დამოკიდებული - სათანადო ზომებს მიიღებენ ამ უკონტროლო სასამართლოს შესაკავებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეერთებული შტატები გააგრძელებს კამპანიას ამ სასამართლოს ეტაპობრივი დაშლის მიზნით, სანამ ამერიკელებს საფრთხე აღარ დაემუქრებათ,“
მარკო რუბიო
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.