ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი: თუ გაფართოებაზე ვსაუბრობთ და თუ სერიოზულად ვსაუბრობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამხრეთ კავკასია რუკის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც მნიშვნელობა აქვს როგორც ევროპის უსაფრთხოებისთვის, ისე მისი კეთილდღეობისთვის

საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ ფორუმზე განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და მომავალია. მისი თქმით, ევროპის უსაფრთხოებისა და გაფართოებისთვის მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიის გათვალისწინება და ორივე მხარეს სჭირდება ინტენსიური დიალოგი და გამოცდილების გაზიარება.

მაკა ბოჭორიშვილი: თუ გაფართოებაზე ვსაუბრობთ და თუ სერიოზულად ვსაუბრობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამხრეთ კავკასია რუკის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც მნიშვნელობა აქვს როგორც ევროპის უსაფრთხოებისთვის, ისე მისი კეთილდღეობისთვის
მაკა ბოჭორიშვილი: თუ გაფართოებაზე ვსაუბრობთ და თუ სერიოზულად ვსაუბრობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამხრეთ კავკასია რუკის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც მნიშვნელობა აქვს როგორც ევროპის უსაფრთხოებისთვის, ისე მისი კეთილდღეობისთვისიმედინიუსი

ევროკავშირი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ასეთად დარჩება. ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად ემოციური საკითხია - ის დაკავშირებულია ჩვენს იდენტობასთან, ჩვენს ისტორიასთან, თუმცა, ამავდროულად, ჩვენი მომავალიცაა, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, არაბული მედიასამიტის ფარგლებში გამართულ „ევრონიუსის“ ფორუმის თემატურ დისკუსიაზე - „ეროვნული ნარატივის ჩამოყალიბება ღია მედიის ეპოქაში“.

მისივე თქმით, ქართველებისთვის ევროპისკენ სწრაფვა ბუნებრივი პროცესია, რადგან ევროპული მისწრაფებები და ევროპული იდენტობა ღრმად არის ფესვგადგმული საქართველოს ისტორიასა და ქართულ იდენტობაში.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის აუცილებელია ინტენსიური დიალოგი, ურთიერთპატივისცემა და გამოცდილების გაზიარება.

„თუ გაფართოებაზე ვსაუბრობთ და თუ სერიოზულად ვსაუბრობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამხრეთი კავკასია რუკის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც მნიშვნელობა აქვს როგორც ევროპის უსაფრთხოებისთვის, ისე მისი კეთილდღეობისთვის. ჩვენ გვაქვს ევროპული მისწრაფება, თუმცა არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება. ევროპას სურს გაფართოება, თუმცა არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება. შესაბამისად, ორივე მხარეს გვჭირდება სწავლა და გამოცდილების გაზიარება. ამისთვის კი აუცილებელია ინტენსიური დიალოგი და ერთობლივი მუშაობა“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეროვნული ნარატივის ჩამოყალიბება ღია მედიის ეპოქაში“
მაკა ბოჭორიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ევრონიუსის ფორუმში მიიღებს მონაწილეობასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები