ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

აშშ-მა სანქციები დაუწესა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) სანქციები დაუწესა. ეს ნაბიჯი მოჰყვა სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ნავი პილაისათვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მინიჭებას. ევროკავშირმა სანქციები ღრმად დასანანად შეაფასა, ხოლო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია სასამართლოს ამერიკელების დევნის უფლებას არ მისცემს.

აშშ-მა სანქციები დაუწესა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს
აშშ-მა სანქციები დაუწესა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსრადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 9 ოქტომბერს სანქციები დაუწესა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) - რამდენიმე საათში მას მერე, რაც ამ ორგანოს ყოფილი მოსამართლე, ნავი პილაი დაჯილდოვდა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიით. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ნაბიჯი ვაშინგტონს დიპლომატიურ კონფლიქტს უქადის ევროპელ მოკავშირეებთან.

აშშ-ის ნაბიჯს უკვე გამოეხმაურა ევროკავშირი - ბლოკმა სანქციებს უწოდა "ღრმად დასანანი" და განაცხადა, რომ "მზადაა ყველა საჭირო ზომა გაატაროს, რათა სასამართლოს მიეცეს მუშაობის გაგრძელების საშუალება".

"ევროკავშირი მჭიდროდ ითანამშრომლებს ICC-სთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი ეფექტიანი მუშაობის გაგრძელება" - განაცხადა ევროპულმა კომისიამ.

ICC's-ის პროკურორის მოადგილემ, ნაჟათ შამიმ ხანმა სანქციები დაგმო და განაცხადა, რომ ისინი ტრიბუნალის მუშაობას ვერ შეაჩერებს.

ტრამპის ადმინისტრაცია დიდი ხანია კრიტიკულად აფასებს 2002 წელს დაარსებულ ამ სასამართლოს, რომელიც მუშაობს ომის დანაშაულებზე, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე და გენოციდზე. აშშ-ს ამ დრომდე დაწესებული აქვს სანქციები სასამართლოს პროკურორებისთვის და მოსამართლეებისთვის. 9 ოქტომბრის ნაბიჯით ეს პროცესი კიდევ უფრო ღრმავდება - სანქციების პირობებში შესაძლოა დაჯარიმდნენ კომპანიები, რომლებიც საკუთრივ სასამართლოს უწევენ მომსახურებას.

"პრეზიდენტი ტრამპი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არასოდეს მისცემს ამერიკელების სამართლებრივი დევნის უფლებას" - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ. მის სიტყვებს ავრცელებს სააგენტო Reuters-ი.

"ამიტომაც, დღეს აშშ სანქციებს უწესებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. ჩვენ ავკრძალავთ ტრანსაქციებს ამ თვითნებურ სასამართლოსთან, მას გადავუკეტავთ რესურსებს და შევაფერხებთ მისი მუშაობის უნარს".

ICC-ის პროკურორის მოადგილემ, ხანმა, სააგენტო Reuters-ს უთხრა, რომ სანქციები უნდა დაიგმოს.

"ამ სანქციების მიზანია ძირის გამოთხრა საერთაშორისო კანონის უზენაესობისთვის და იმ სამუშაოსთვის, რომელსაც ასრულებს დამოუკიდებელი სასამართლო ინსტიტუცია" - ამბობს ხანი.

ვაშინგტონი სასამართლოს მწვავედ აკრიტიკებდა ისრაელელი ოფიციალური პირების, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერების გაცემისთვის, ასევე გამოძიებებისთვის ამერიკელი სამხედროების ქმედებებზე ავღანეთში.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აერთიანებს 125 ქვეყანას - მათ შორის ევროკავშირის წევრ ყველა სახელმწიფოს, ასევე ნატოს ქვეყნებს, აშშ-ის და თურქეთის გამოკლებით. სასამართლო ნიდერლანდებშია დაფუძნებული.

ნავი პილაი - სამხრეთ აფრიკელი იურისტი, რომელსაც 9 ოქტომბერს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა - ამ სასამართლოში 2003-2008 წლებში მუშაობდა. ნობელის კომიტეტი თავის განცხადებაში ამბობს, რომ პილაის დაჯილდოებით ის ავრცელებს "შეხსენებას" იმ ფონზე, როცა "მოსამართლეები და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუციები დარტყმის ქვეშ არიან".

"სამართლის საერთაშორისო სისტემა, რომელიც ომის დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს და ძალადობის მსხვერპლთ სამართალს აპოვნინებს, მშვიდობიანი მსოფლიოს პირობა იყო" - ამბობს კომიტეტი.

ვაშინგტონმა სწრაფად დაუშვა გამონაკლისები. სანქციების გამოცხადებიდან მალევე, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოთხი ზოგადი ლიცენზია, რომლებიც გარკვეულ ტრანსაქციებს უშვებს ICC-ის ტელეკომუნიკაციებთან, სოფტვერთან, საპენსიო გადახდებთან, ასევე დაკავებულ პირებთან მიმართებით.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ევროკავშირი მჭიდროდ ითანამშრომლებს ICC-სთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი ეფექტიანი მუშაობის გაგრძელება“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„პრეზიდენტი ტრამპი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არასოდეს მისცემს ამერიკელების სამართლებრივი დევნის უფლებას“
მარკო რუბიო
„ამიტომაც, დღეს აშშ სანქციებს უწესებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. ჩვენ ავკრძალავთ ტრანსაქციებს ამ თვითნებურ სასამართლოსთან, მას გადავუკეტავთ რესურსებს და შევაფერხებთ მისი მუშაობის უნარს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ამ სანქციების მიზანია ძირის გამოთხრა საერთაშორისო კანონის უზენაესობისთვის და იმ სამუშაოსთვის, რომელსაც ასრულებს დამოუკიდებელი სასამართლო ინსტიტუცია“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„მოსამართლეები და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუციები დარტყმის ქვეშ არიან“
ნავი პილაი
„სამართლის საერთაშორისო სისტემა, რომელიც ომის დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს და ძალადობის მსხვერპლთ სამართალს აპოვნინებს, მშვიდობიანი მსოფლიოს პირობა იყო“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.