ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროკურორი გიგა ავალიანის საქმეზე - ნია იმნაძე ალექსანდრე გაბაშვილს დაჟინებით ეუბნებოდა, რომ მას ემოქმედა და არა სხვას, იმიტომ, რომ ის იყო მისი შეყვარებული - გაბაშვილი თავმოყვარე ბიჭი იყო, თავს ვალდებულად თვლიდა გაეკეთებინა ის, რაც იმნაძეს სურდა

პროკურორ ქეთევან სონიძის განცხადებით, მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ნია იმნაძე შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, დაჟინებით უბიძგებდა მასწავლებელზე ფიზიკური ძალადობისკენ. პროკურორის თქმით, არსებობს მტკიცებულებები, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებები და მიმოწერები, რომლებიც ადასტურებს იმნაძის ბრალეულობასა და მოტივს.

პროკურორი გიგა ავალიანის საქმეზე - ნია იმნაძე ალექსანდრე გაბაშვილს დაჟინებით ეუბნებოდა, რომ მას ემოქმედა და არა სხვას, იმიტომ, რომ ის იყო მისი შეყვარებული - გაბაშვილი თავმოყვარე ბიჭი იყო, თავს ვალდებულად თვლიდა გაეკეთებინა ის, რაც იმნაძეს სურდა
პროკურორი გიგა ავალიანის საქმეზე - ნია იმნაძე ალექსანდრე გაბაშვილს დაჟინებით ეუბნებოდა, რომ მას ემოქმედა და არა სხვას, იმიტომ, რომ ის იყო მისი შეყვარებული - გაბაშვილი თავმოყვარე ბიჭი იყო, თავს ვალდებულად თვლიდა გაეკეთებინა ის, რაც იმნაძეს სურდაინტერპრესნიუსი

ნია იმნაძე, მის შეყვარებულს [ალექსანდრე გაბაშვილს] დაჟინებით აწვდიდა ინფორმაციას და დაჟინებით ეუბნებოდა, რომ მას ემოქმედა და არა სხვას, მაგალითად პოლიციას ან პროკურორს. ემოქმედა სწორედ მას, იმიტომ, რომ ის იყო ალექსანდრე გაბაშვილი და იყო ნია იმნაძის შეყვარებული. ის იყო თავმოყვარე ბიჭი და გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა,- ეს განცხადება მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე პროკურორმა, ქეთევან სონიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.

ქეთევან სონიძის განცხადებით, საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომელმაც აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით და ახლა უკვე წინა სასამართლო სხდომაზე, უკვე უფრო მაღალი სტანდარტით დაადასტურა, ნია იმნაძის ბრალეულობა ჩადენილ დანაშაულში.

პროკურორის თქმით, მტკიცებულებების ნაწილში საუბარია როგორც ფარული საგამოძიებო მოქმედებებით მოპოვებულ ინფორმაციაზე, ასევე მობილურ ტელეფონში შემავალ-გამავალ ზარებზე, ბრალდებულთა შორის არსებულ მიმოწერებზე. გარდა ამისა, პროკურორის თქმით, საქმეში წარმოდგენილია მოწმეთა ჩვენებები, რომელიც ადასტურებს ნია იმნაძის მოტივსა და მიზანს, ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით.

„ალექსანდრე გაბაშვილის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ინფორმაციაში არის ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი და შინაარსიანი წინადადება, რა დროსაც, ალექსანდრე გაბაშვილი თავის მეგობარს და კლასელს, ანი ნასყიდაშვილს ეუბნება - „ორი კვირაა მეუბნება, რომ მასწავლებელი მავიწროებს, მაწუხებსო და რას იფიქრებს ჩემზე, რომ მე არაფერს ვმოქმედებო". ამ წინადადებას სწორედ ის შინაარსობრივი დატვირთვა აქვს, რომ ნია იმნაძე იმიტომ აწვდიდა გიგა ავალიანის შესახებ არასასურველ ინფორმაციას ალექსანდრე გაბაშვილს, რომ გაბაშვილი შემდგომ ფიზიკურად გასწორებოდა და შური ეძია მასზე და ეს ალექსანდრე გაბაშვილის თავმოყვარეობაზე მოქმედებდა. სწორედ ამ მიმოწერით დასტურდება ის, რომ ალექსანდრე გაბაშვილი თავს ვალდებულად თვლიდა, რომ ამ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ გაეკეთებინა ის, რაც ნია იმნაძეს სურდა. ალექსანდრე გაბაშვილი წერს მეგობარს, „ორი კვირაა მეუბნებაო". ანუ [ნია იმნაძე, მის შეყვარებულ ალექსანდრე გაბაშვილს] დაჟინებით აწვდიდა ინფორმაციას და დაჟინებით ეუბნებოდა, რომ ასე ხდებოდა და მას ემოქმედა და არა სხვას, მაგალითად პოლიციას ან პროკურორს. ემოქმედა სწორედ მას იმიტომ, რომ ის იყო ალექსანდრე გაბაშვილი და იყო ნია იმნაძის შეყვარებული. ის იყო თავმოყვარე ბიჭი და გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა. ის რომ ნია იმნაძე კმაყოფილი იყო უკვე ჩადენილი ქმედებით, თავის ემოციურ დამოკიდებულებას ავლენს მამამისთან, ფარული საგამოძიებო მოქმედებებით ჩატარებულ საუბრებში”,- განაცხადა ქეთევან სონიძემ.

პროკურორის თქმით, ნია იმნაძემაც და ანასტასია ბერუაშვილმაც იცოდნენ, რომ ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე იყვნენ დაჯგუფების წევრი. პროკურორის თქმით, ეს მტკიცებულებებით დასტურდება.

ცნობისთვის, მასწავლებელ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ ბრალი კიდევ ორ არასრულწლოვანს - ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს 6 აგვისტოს წაუყენა. იმნაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას გულისხმობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანასტასია ბერუაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინეს, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ბრალდების თანახმად, ნია იმნაძემ მის მეგობრებს - ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა, მისი მასწავლებელი გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ, რითაც მან ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს. საბოლოოდ, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელიც 23 დღის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

საერთო ჯამში, საქმეზე დაკავებულია 7 პირი - ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი, დემეტრე ჩიქოვანი, გიორგი მალანია, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი. მათგან ოთხი - ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი და დემეტრე ჩიქოვანი მსჯავრდებულები არიან.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი - დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მხრიდან არაერთ პროვოკაციულ ქმედებას ჰქონდა ადგილი, რაც სავარაუდოდ, გამიზნულია დაზარალებულ მხარეზე უკანონო ემოციური ზემოქმედებისთვისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები