ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

გიორგი მალანია და ალექსანდრე გაბაშვილი ერთმანეთს სისტემატურად უკავშირდებოდნენ, რაც მათ შორის არსებული ვიდეოზარებით და ჩვეულებრივი ზარებითაც არის საქმეში დადასტურებული - ქეთევან სონიძე

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ბრალდების მოწმეები დაკითხეს. პროკურორმა ქეთევან სონიძემ განაცხადა, რომ ბრალდებულები სისტემატურად უკავშირდებოდნენ ერთმანეთს, ხოლო ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ აღნიშნა, რომ ზარების კონკრეტული შინაარსის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ იძებნება.

გიორგი მალანია და ალექსანდრე გაბაშვილი ერთმანეთს სისტემატურად უკავშირდებოდნენ, რაც მათ შორის არსებული ვიდეოზარებით და ჩვეულებრივი ზარებითაც არის საქმეში დადასტურებული - ქეთევან სონიძე
გიორგი მალანია და ალექსანდრე გაბაშვილი ერთმანეთს სისტემატურად უკავშირდებოდნენ, რაც მათ შორის არსებული ვიდეოზარებით და ჩვეულებრივი ზარებითაც არის საქმეში დადასტურებული - ქეთევან სონიძერუსთავი 2

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების რამდენიმე მოწმე გამოკითხეს.

სხდომის შემდეგ კომენტარი გააკეთა ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ. მისი თქმით, საქმეში არ იძებნება მტკიცებულებები, რომლებიც სატელეფონო ზარების კონკრეტულ შინაარსს ასახავს, რადგან მსგავსი მონაცემების მოპოვება განსაკუთრებულ სირთულესთან არის დაკავშირებული, თუ პირდაპირ არ მიმდინარეობს მიყურადება.

"სატელეფონო ზარების შინაარსის ამსახველი ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს და რა ინფორმაცია შეიძლება ეთქვა ა.გ.-ს გ.ს-სთვის, ეს არის მხოლოდ ვარაუდები. ბრალდების მხარეს არ აქვს და ამ მონაცემების მოპოვება განსაკუთრებულ სირთულესთან არის დაკავშირებული, თუ პირდაპირ არ მიმდინარეობს მიყურადება. ასეთი მონაცემები, რომ ზარების მიმდინარეობის პროცესში რა ინფორმაცია ჟღერდება ორ პირს შორის იყოს ამოღებული, საქმეში არ არის. თუმცა, ბუნებრივია, ვადასტურებთ იმას, რომ ზარები არის ცალმხრივი." - აცხადებს ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე.

პროკურორი, ქეთევან სონიძე აცხადებს, რომ გიორგი მალანია და ალექსანდრე გაბაშვილი ერთმანეთს სისტემატურად უკავშირდებოდნენ.

"გიორგი მალანია და ალექსანდრე გაბაშვილი ერთმანეთს სისტემატურად უკავშირდებოდნენ, რაც მათ შორის არსებული ვიდეოზარებით და ჩვეულებრივი ზარებითაც, როგორც დეტალურებით, ასევე "ვოთსაფზე" განხორციელებული ზარებით ისედაც არის საქმეში დადასტურებული. ათეულობით ზარია შესული ალექსანდრე გაბაშვილის ტელეფონიდან გიორგი მალანიას მობილურზე. რაც შეეხება შინაარსს, შინაარსი უშუალოდ ამ ზარებში მესიჯის სახით არ ჩანს, თუმცა ალექსანდრე გაბაშვილსა და დემეტრე ჩიქოვანს შორის არის მიწერილი ამ კომუნიკაციის მიზნობრიობაზე, სადაც დემეტრე ჩიქოვანს ალექსანდრე გაბაშვილი წერს, რომ მისამართის დადგენაში გიო, ნიაკოს მეგობარი ეხმარება." - აცხადებს ქეთევან სონიძე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სატელეფონო ზარების შინაარსის ამსახველი ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს და რა ინფორმაცია შეიძლება ეთქვა ა.გ.-ს გ.ს-სთვის, ეს არის მხოლოდ ვარაუდები. ბრალდების მხარეს არ აქვს და ამ მონაცემების მოპოვება განსაკუთრებულ სირთულესთან არის დაკავშირებული, თუ პირდაპირ არ მიმდინარეობს მიყურადება. ასეთი მონაცემები, რომ ზარების მიმდინარეობის პროცესში რა ინფორმაცია ჟღერდება ორ პირს შორის იყოს ამოღებული, საქმეში არ არის. თუმცა, ბუნებრივია, ვადასტურებთ იმას, რომ ზარები არის ცალმხრივი.“
ლაშა ცუცქირიძე
„გიორგი მალანია და ალექსანდრე გაბაშვილი ერთმანეთს სისტემატურად უკავშირდებოდნენ, რაც მათ შორის არსებული ვიდეოზარებით და ჩვეულებრივი ზარებითაც, როგორც დეტალურებით, ასევე "ვოთსაფზე" განხორციელებული ზარებით ისედაც არის საქმეში დადასტურებული. ათეულობით ზარია შესული ალექსანდრე გაბაშვილის ტელეფონიდან გიორგი მალანიას მობილურზე. რაც შეეხება შინაარსს, შინაარსი უშუალოდ ამ ზარებში მესიჯის სახით არ ჩანს, თუმცა ალექსანდრე გაბაშვილსა და დემეტრე ჩიქოვანს შორის არის მიწერილი ამ კომუნიკაციის მიზნობრიობაზე, სადაც დემეტრე ჩიქოვანს ალექსანდრე გაბაშვილი წერს, რომ მისამართის დადგენაში გიო, ნიაკოს მეგობარი ეხმარება.“
ქეთევან სონიძე
„განხორციელებული ზარებით ისედაც არის საქმეში დადასტურებული. ათეულობით ზარია შესული ალექსანდრე გაბაშვილის ტელეფონიდან გიორგი მალანიას მობილურზე. რაც შეეხება შინაარსს, შინაარსი უშუალოდ ამ ზარებში მესიჯის სახით არ ჩანს, თუმცა ალექსანდრე გაბაშვილსა და დემეტრე ჩიქოვანს შორის არის მიწერილი ამ კომუნიკაციის მიზნობრიობაზე, სადაც დემეტრე ჩიქოვანს ალექსანდრე გაბაშვილი წერს, რომ მისამართის დადგენაში გიო, ნიაკოს მეგობარი ეხმარება.“
ქეთევან სონიძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.