ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

რა სახითაც სჭირდებოდა ალექსანდრე გაბაშვილს დახმარება, იმ ინფორმაციებს იღებდა გიორგი მალანიასგან - ეკა კუპატაძე

თბილისის საქალაქო სასამართლო

საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც გარდაცვლილის დედამ, ეკა კუპატაძემ განაცხადა, რომ ალექსანდრე გაბაშვილს საჭირო ინფორმაციას მალანია აწვდიდა.

რა სახითაც სჭირდებოდა ალექსანდრე გაბაშვილს დახმარება, იმ ინფორმაციებს იღებდა გიორგი მალანიასგან - ეკა კუპატაძე
რა სახითაც სჭირდებოდა ალექსანდრე გაბაშვილს დახმარება, იმ ინფორმაციებს იღებდა გიორგი მალანიასგან - ეკა კუპატაძერუსთავი 2

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების რამდენიმე მოწმე გამოკითხეს. პროცესს გარდაცვლილი გიგა ავალიანის დედა ესწრებოდა.

როგორც ეკა კუპატაძე ამბობს, რომ ყველა ინფორმაცია, რაც სჭირდებოდა ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი მალანიამ მიაწოდა.

"რა სახითაც სჭირდებოდა ალექსანდრე გაბაშვილს დახმარება, იმ ინფორმაციებს იღებდა გიორგი მალანიასგან. არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი მალანიასგან ბევრი ისეთი რამე იცოდა, რომელსაც ვერ მიაწოდებდა ნია იმნაძე და სხვა საერთო ნაცნობი მას გიგა ავალიანთან არ ჰყავდა. აქედან გამომდინარე, ეს ყველა ინფორმაცია, რაც სჭირდებოდა ალექსანდრე გაბაშვილს მიაწოდა გიორგი მალანიამ." - აცხადებს ეკა კუპატაძე.

გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან. მას 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რა სახითაც სჭირდებოდა ალექსანდრე გაბაშვილს დახმარება, იმ ინფორმაციებს იღებდა გიორგი მალანიასგან. არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი მალანიასგან ბევრი ისეთი რამე იცოდა, რომელსაც ვერ მიაწოდებდა ნია იმნაძე და სხვა საერთო ნაცნობი მას გიგა ავალიანთან არ ჰყავდა. აქედან გამომდინარე, ეს ყველა ინფორმაცია, რაც სჭირდებოდა ალექსანდრე გაბაშვილს მიაწოდა გიორგი მალანიამ.“
ეკა კუპატაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.