ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Politico: რუსეთი ენერგეტიკული ზავის სანაცვლოდ აშშ-ისგან სანქციების მოხსნას ითხოვს

Politico-ს ცნობით, რუსეთი უკრაინასთან ენერგეტიკული ზავის სანაცვლოდ აშშ-ისგან სანქციების მოხსნას ითხოვს და ამ ინიციატივის შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებას ცდილობს.

Politico: რუსეთი ენერგეტიკული ზავის სანაცვლოდ აშშ-ისგან სანქციების მოხსნას ითხოვს
Politico: რუსეთი ენერგეტიკული ზავის სანაცვლოდ აშშ-ისგან სანქციების მოხსნას ითხოვსრუსთავი 2

რუსეთი ენერგეტიკული ზავის სანაცვლოდ აშშ-ისგან სანქციების მოხსნას ითხოვს, - წერს Politico.

ამერიკელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, რუსეთი უკრაინასთან ენერგეტიკულ დარტყმებზე უარის თქმის სანაცვლოდ, პირობად სანქციების მოხსნას აყენებს და ამ ინიციატივის შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებას ცდილობს.

საჯაროდ მოსკოვი სექტორულ ზავზე მოლაპარაკებებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ კიევი არა გრძელვადიან შეთანხმებას, არამედ ენერგეტიკულ სექტორში - ცეცხლის შეწყვეტას ცდილობს.

თუმცა, კულუარულ საუბრებში, ამერიკული და უკრაინული მხარის ცნობით, რუსული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, განიხილოს ეს ინიციატივა, თუკი ის სხვა მოთხოვნებს, კერძოდ კი სანქციების მოხსნას დაუკავშირდება.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს, კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე ომის დარეგულირების პროცესში პროგრესი აჩვენოს.

ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენლებმა - სტივ ვიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა - რუსეთში ვიზიტის შემდეგ აღნიშნეს, რომ ენერგეტიკული ზავი შესაძლებელია. სექტემბერში აშშ-ში ვიზიტისას რუსეთის წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა ვიტკოფთან და კუშნერთან შეხვედრებზე განაცხადა, რომ რუსეთი შეთანხმების ფარგლებში სანქციების მოხსნასაც ითხოვს.

ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რომელი სანქციების მოხსნას ითხოვს მოსკოვი, თუმცა ევროპელი დიპლომატის თქმით, შესაძლოა საუბარი იყოს გაყინული აქტივების განბლოკვაზეც.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საერთაშორისო მედიის ცნობით, "ენერგეტიკული ზავის" მისაღწევად ვაშინგტონი რუსეთთან და უკრაინასთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები