საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა და განაცხადა, რომ რეგიონთან ურთიერთობების გაღრმავება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა თურქმენეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია.
საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 23 ოქტომბერს ბათუმში გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში, კოლეგებთან ორმხრივი ფორმატის მოლაპარაკებებს მართავს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…