ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროკავშირის ზეწოლის შემდეგ, Coca-Cola-მ და Nestle-მ პლასტმასის ბოთლების გადამუშავებასთან დაკავშირებული...

ევროკავშირის ზეწოლის შემდეგ Coca-Cola და Nestle პლასტმასის ბოთლებზე გარემოსდაცვით წარწერებს ცვლიან, რათა მომხმარებელი შეცდომაში აღარ შეიყვანონ. კომპანიები შეთანხმდნენ, მკაფიოდ მიუთითონ, რომ გადამუშავებულია მხოლოდ ბოთლი და არა მისი თავსახური ან ეტიკეტი.

ევროკავშირის ზეწოლის შემდეგ, Coca-Cola-მ და Nestle-მ პლასტმასის ბოთლების გადამუშავებასთან დაკავშირებული...
ევროკავშირის ზეწოლის შემდეგ, Coca-Cola-მ და Nestle-მ პლასტმასის ბოთლების გადამუშავებასთან დაკავშირებული...რადიო თავისუფლება

2023 წლის ნოემბერში ევროპულმა სამომხმარებლო ჯგუფებმა აღნიშნული სამი კომპანია დაადანაშაულეს იმაში, რომ ისინი ჩამოსხმული წყლის პროდუქტებზე მათ „მწვანე“ - გარემოსდაცვით - მხარესთან დაკავშირებით მომხმარებლის

შეცდომაში შემყვან ინფორმაციას ათავსებდნენ. ბრიუსელის ცნობით, კომპანიები ახლა დათანხმდნენ ზოგიერთი ფორმულირებების შეცვლას.

წარწერა „მე ვარ 100%-ით გადამუშავებული პლასტმასისგან დამზადებული ბოთლი“ შეიცვლება ფრაზით: „ეს ბოთლი 100%-ით - თავსახურისა და ეტიკეტის გარდა გადამუშავებულია, “ რათა მომხმარებლებმა იცოდნენ, რომ აღნიშნული ნაწილები გადამუშავებული მასალისგან არ არის დამზადებული.

კომპანიები ასევე შეთანხმდნენ, რომ ბოთლის ეტიკეტებზე დაიწერება „გადამამუშავე“, და არა „კიდევ გადამამუშავე“. ამგვარად, მომხმარებლებს არ შეექმნებათ „მცდარი შთაბეჭდილება“, თითქოს მათი ბოთლი უკვე იყო გადამუშავებული..

მათ ასევე უნდა უზრუნველყონ, რომ მათ მიერ ონლაინ სივრცეში განხორციელებული კომუნიკაცია ასახავდეს ევროკავშირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს.

კომისიამ კოორდინაცია გაუწია მოლაპარაკებებს კომპანიებსა და „მომხმარებელთა დაცვის თანამშრომლობის ქსელს“ შორის, რომელიც ბლოკის 27 წევრი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს აერთიანებს.

ევროკავშირმა განაცხადა, რომ Coca-Cola-მ და Nestle-მ უკვე შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებების ნაწილი, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ციფრულ კამპანიებში გადამუშავებასთან დაკავშირებულ განცხადებებს ეხება.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
The Wall Street Journal - დონალდ ტრამპმა ილონ მასკს მოუწოდა, მოხსნას უკრაინისთვის Starlink-ის შეზღუდვებიწაიკითხე

უახლესი ამბები