ქობულეთში, კვების ობიექტებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქობულეთში ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად საზოგადოებრივი კვების რამდენიმე ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობები, ეტიკეტირების წესების დარღვევა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონა გამოვლინდა, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმეს.
უწყების ცნობით, არაგეგმური ინსპექტირების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა შემდეგ ობიექტებში:
ი/მ „ნ. მ.“ – სასადილო (ქობულეთი, რუსთაველის II ჩიხი, N13);
ი/მ „ა. ნ.“ – სასადილო (ქობულეთი, თავისუფლების ქ. #26);
ი/მ „მ. გ.“ – კაფე-ბარი (ქობულეთი, აღმაშენებლის ქ. #376ბ).
შემოწმებისას ობიექტებზე ასევე დაფიქსირდა ეტიკეტირების წესების დარღვევა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონა – წერს სააგენტო.
გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.