ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“უსინათლო გამოასახლეს, ასე სიცილით, კისკისით, ხალხის ხარჯზე გამოჯგიმულ, დანაყრებულებმა”– სალომე სიმონია

სამოქალაქო აქტივისტმა სალომე სიმონიამ სოციალურ ქსელში გააკრიტიკა უსინათლო პირის გამოსახლება და მიუთითა მაღალ სავახშო პროცენტებზე, მთავრობის პოლიტიკასა და მოქალაქეთა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

“უსინათლო გამოასახლეს, ასე სიცილით, კისკისით, ხალხის ხარჯზე გამოჯგიმულ, დანაყრებულებმა”– სალომე სიმონია
“უსინათლო გამოასახლეს, ასე სიცილით, კისკისით, ხალხის ხარჯზე გამოჯგიმულ, დანაყრებულებმა”– სალომე სიმონიაალია

სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:

უსინათლო გამოასახლეს, ასე სიცილით, კისკისით, ხალხის ხარჯზე გამოჯგიმულ, დანაყრებულებმა.

30 000 დოლარი აუღია ოჯახს კერძო მევახშისგან და ახლა 200 000 დოლარის დაბრუნებას სთხოვენ თურმე.

მთავრობის არასწორი პოლიტიკის, ხშირად ავადმყოფობის, არსებული სიღარიბის, უმუშევრობისა და გამოუვალი მდგომარეობების გამო ჯერ ასეთი სესხის აღება გიწევს.

მთავრობის წევრები ხშირად თავად არიან მევახშეები ან მათთან კავშირში მყოფი პირები გვავალიანებენ.

მერე ხალხის ბიუჯეტიდან მიღებული ხელფასით, პრემია-დანამატით და სხვა სიკეთეებით გაღიმებული პოლიციელი და აღსრულების თანამშრომელი მოვა, დაგილუქავს სახლს, ცხოვრებას.

რიგითი მოქალაქეების ყოფა გაუსაძლისია ბევრი თვალსაზრისით, მაგრამ “ოცნების” ჩინოვნიკების ცხოვრება მათი სისასტიკის ზრდასთან ერთად სულ უფრო მდიდრული ხდება.

გამოსახლებები და ადამიანების ქუჩაში ასე დაგდება უნდა შეწყდეს

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“ბევრად მეტს მოიპარავენ, – იციან, რომ ან არასდროს დაიჭერენ ან თუ რამე მოხდა, გირაოთი გამოვლენ”– სალომე სიმონიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები