ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მონტენეგროში დააკავეს რუსული ე.წ. Z-არხის, „რიბარის“ ხელმძღვანელი ზვინჩუკი - მედია

მონტენეგროს პოლიციამ დააკავა რუსული პროექტის, „რიბარის“ ხელმძღვანელი მიხაილ ზვინჩუკი, მისი მეუღლე და სამი პირი. ზვინჩუკი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია და მის წინააღმდეგ ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციები მოქმედებს.

მონტენეგროში დააკავეს რუსული ე.წ. Z-არხის, „რიბარის“ ხელმძღვანელი ზვინჩუკი - მედია
მონტენეგროში დააკავეს რუსული ე.წ. Z-არხის, „რიბარის“ ხელმძღვანელი ზვინჩუკი - მედიარადიო თავისუფლება

მონტენეგროს პოლიციამ დააკავა ომის მხარდამჭერი რუსული პროექტის, ე.წ. Z-არხის, „რიბარის“ ხელმძღვანელი მიხაილ ზვინჩუკი, მისი ცოლი ვალერია და პროექტთან კავშირის მქონე კიდევ სამი ადამიანი.

ადგილობრივი მედიასაშუალებების, Pobjeda-ს და Vijesti-ს ინფორმაციით, ზვინჩუკი და სხვები 9 ოქტომბერს დილით დააკავეს მონტენეგროს ქალაქ რისნოში. დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდნენ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებიც.

გამოცემა Vijesti-ს თანახმად, მონტენეგროს სპეცსამსახურებმა წინასწარ იცოდნენ „რიბარის“ წარმომადგენელთა ვიზიტის შესახებ და რამდენიმე დღის განმავლობაში მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდათ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ სახელმწიფო სააგენტო „ტასს“ განუცხადა, რომ რუსეთის საელჩო მონტენეგროში არკვევს მიხაილ ზვინჩუკის დაკავების გარემოებებს.

მიხაილ ზვინჩუკი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი თანამშრომელია.

ზვინჩუკის წინააღმდეგ ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის სანქციები მოქმედებს.

ევროკავშირი „რიბარს“ ადანაშაულებს რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებასა ე.წ. ჰიბრიდულ ოპერაციებთან კავშირში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მედია: მონტენეგროში რუსეთის 2 მოქალაქე დააკავეს, მათ სათვალთვალო ტექნიკა ჩამოართვესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები