ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

მედია: მონტენეგროში რუსეთის 2 მოქალაქე დააკავეს, მათ სათვალთვალო ტექნიკა ჩამოართვეს

მონტენეგროში, ტივატის აეროპორტში რუსეთის ორი მოქალაქე ალექსანდრ და ალექსანდრა კრუგლიანსკები დააკავეს. მათ ბარგიდან დიდი ოდენობით ფული, სათვალთვალო ტექნიკა და სხვა ნივთები ამოიღეს. კოტორის მთავარმა სასამართლომ მათ 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მედია: მონტენეგროში რუსეთის 2 მოქალაქე დააკავეს, მათ სათვალთვალო ტექნიკა ჩამოართვეს
მედია: მონტენეგროში რუსეთის 2 მოქალაქე დააკავეს, მათ სათვალთვალო ტექნიკა ჩამოართვესტაბულა

ადგილობრივი მედიის თანახმად, მონტენეგროში, ტივატის აეროპორტში რუსეთის ორი მოქალაქე, ალექსანდრ და ალექსანდრა კრუგლიანსკები დააკავეს - სამართალდამცავებმა მათი ბარგიდან დიდი ოდენობით ნაღდი ფული, 1 000 პრეზერვატივი, სათვალთვალო ტექნიკა და სხვა ელექტრონული მოწყობილობები ამოიღეს.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Vijesti საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს:

27 სექტემბერს კოტორის მთავარმა სასამართლომ კრუგლიანსკებს კონტრაბანდის გადაზიდვისა და ფულის გათეთრების ბრალდებები წარუდგინა და მიმალვის საშიშროების გამო აღკვეთის ღონისძიების სახით 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გამოცემის მიხედვით, კრუგლიანსკებს ტურისტული ვიზები ჰქონდათ - ისინი მონტენეგროში არაერთხელ ჩასულან.

კრუგლიანსკები, რომლებსაც ისრაელური პასპორტები უპოვეს, თელ-ავივში გაფრენას აპირებდნენ და თან 19 ჩემოდანი მიჰქონდათ. დაკავებულებს სამართალდამცავებმა ჩამოართვეს GPS-ტრეკერი მიკროფონით, პროფოესიონალური რადიოსიგნალების დეტექტორი, კამერები, სათვალთვალო აღჭურვილობა, კომპიუტერული კომპონენტები, ციფრული საცავები, სადენები და სხვა ელექტრონული ტექნიკა.

ამასთან, სამართალდამცავებმა კრუგლიანსკების ჩემოდნებიდან წამლები, 1 000 პრეზერვატივი, 26 000 ევრო და 1 150 შეკელი ამოიღეს. Vijesti-ს წყაროების მიხედვით, ქალაქ ბუდვაში კურგლიანსკების ერთ-ერთი ბინის ჩხრეკის შედეგად პოლიციამ დაახლოებით 1 მილიონი ევროს ღირებულის სხვადასხვა ქვეყნის ვალუტის ნაღდი ფული და სათვალთვალო და საჯაშუშო აღჭურვილობა იპოვა.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.