ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მონტენეგროში რუსული პროპაგანდისტული პროექტის, Рыбарь-ის ხელმძღვანელი დააკავეს

მონტენეგროში პოლიციისა და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა რუსული პროპაგანდისტული პროექტის, Рыбарь-ის ხელმძღვანელი მიხაილ ზვინჩუკი დააკავეს. ოპერაცია ქალაქ რისანში ჩატარდა და მიმართული იყო რუსული ქსელის ჰიბრიდული საქმიანობის წინააღმდეგ. ზვინჩუკთან ერთად მისი მეუღლე და კიდევ სამი პირი აიყვანეს.

მონტენეგროში რუსული პროპაგანდისტული პროექტის, Рыбарь-ის ხელმძღვანელი დააკავეს
მონტენეგროში რუსული პროპაგანდისტული პროექტის, Рыбарь-ის ხელმძღვანელი დააკავესტაბულა

მონტენეგროში პოლიციამ და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა რუსული პროპაგანდისტული პროექტის, Рыбарь-ის ხელმძღვანელი მიხაილ ზვინჩუკი დააკავეს.

ამის შესახებ გამოცემა Vijesti მონტენეგროს სამართალდამცავ სტრუქტურებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

ოპერაცია, რომელიც რუსული ქსელის ჰიბრიდული საქმიანობის წინააღმდეგ იყო მიმართული, ქალაქ რისანში ჩატარდა.

ზვინჩუკთან ერთად სამართალდამცავებმა მისი მეუღლე და თანამზრახველი ვალერია ზვინჩუკი, ასევე სამი სხვა პირი დააკავეს.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, Рыбарь-ის საქმიანობა ნაწილობრივ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ არის კოორდინირებული, პროექტი სახელმწიფო კორპორაცია Rostec-ისგან ფინანასდება და რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს.

2024 წლის ოქტომბერში აშშ-მ აღნიშნული რუსული პროექტის შესახებ ინფორმაციისთვის $10 მილიონამდე ოდენობის ჯილდო დააწესა.

აშშ-ს ხელისუფლების ცნობით, Рыбарь-ის ქსელი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცადა.

Рыбарь პროპაგანდისტულ მედიაარხებს – HOLDTHELINE-სა და STANDWITHTEXAS-ს მართავს აშშ-ში რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად.

აშშ-ს ხელისუფლების თანახმად, ტეხასის საზღვარზე არალეგალური იმიგრაციის საკითხით მანიპულირების მიზნით, Рыбарь-მა X-ზე ანგარიში TEXASvsUSA შექმნა.

ამასთან, თებერვალში კომპანია OpenAI-მ განაცხადა, რომ აღნიშნულ ქსელთან დაკავშირებული ChatGPT-ის ანგარიშები დაბლოკა.

ოპერაცია, სახელწოდებით Fish Food, პროპაგანდისტული შინაარსის მასალების შესაქმნელად და გასავრცელებლად ხელოვნურ ინტელექტს იყენებდა. ქსელი გარდა Рыбарь-ის ოფიციალური არხებისა, X-სა და Telegram-ზე არსებული ანონიმური ანგარიშების ფართო სისტემითაც მოქმედებდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროკავშირის პროექტის ფარგლებში საერთაშორისო დელეგაცია სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას ეწვიაწაიკითხე

უახლესი ამბები