კახა კალაძე პაატა ბურჭულაძის შეწყალებაზე: ვხედავთ გარკვეული პირების მხრიდან მონანიებას - ხელისუფლებაც შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე დანაშაულთან გვქონდა საქმე
თბილისის მერმა კახა კალაძემ პაატა ბურჭულაძის შეწყალების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ გარკვეული პირების მხრიდან დანაშაულის მონანიების ფონზე ხელისუფლება შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს, მიუხედავად იმისა, რომ საქმე მძიმე დანაშაულთან და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან გვქონდა.

რაც უფრო მეტი ადამიანი მოინანიებს, მოიხდის ბოდიშს, გაიაზრებს თავის დანაშაულს, სახელმწიფოსაც ამ ყველაფერზე შესაბამისი რეაგირება ექნება, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძის შეწყალების საკითხს.
მისივე თქმით, დაკავებულები სახელმწიფო გადატრიალებას ცდილობდნენ, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.
„კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს მთელი თვეების განმავლობაში პიარკამპანია ჰქონდათ გაჩაღებული, რომ აპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალებას. ამას ხელს უწყობდნენ უცხოეთიდან თავიანთი პატრონები, დამფინანსებლები. მთავარი მოტივი იყო ის, რომ ხელისუფლებაში მოეყვანათ თავიანთი აგენტურის წარმომადგენლები ყველანაირ ფასად, თუნდაც სისხლის დაღვრით, რევოლუციის მოწყობით, ხელისუფლების დამხობით. ახლაც გრძელდება ეს შემოტევები, მუქარები, შანტაჟი. ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს ამ ყველაფრის სისრულეში მოყვანა, თუმცა შესაბამისმა სამსახურებმა იმუშავეს ძალიან მაღალ დონეზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნული მსჯავრდებულები თუ მოინანიებენ დანაშაულს, სახელმწიფო შესაბამისად იმოქმედებს.
„ეს იყო ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დანაშაული. დაკავებულები არიან კონკრეტული ადამიანები, თუმცა დღეს ვხედავთ გარკვეული პირების მხრიდან მონანიებას, დანაშაულის აღიარებას. საქართველოს ხელისუფლებაც იქცევა შესაბამისად და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ძალიან მძიმე დანაშაული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2კახა კალაძე პაატა ბურჭულაძის შეწყალებაზე: ვხედავთ გარკვეული პირების მხრიდან მონანიებას - ხელისუფლებაც შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე დანაშაულთან გვქონდა საქმე
- პირველი არხიკახა კალაძე – 4 ოქტომბრის საქმეზე ვხედავთ გარკვეული პირების მხრიდან მონანიებას, ხელისუფლებაც შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე დანაშაულთან გვქონდა საქმე
- ინტერპრესნიუსიკახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე - რაც უფრო მეტი ადამიანი მოინანიებს, მოიხდის ბოდიშს, გაიაზრებს თავის დანაშაულს, სახელმწიფოს შესაბამისი რეაგირება ექნება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…