პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით სონღულაშვილი: მოტივაცია გავაჩინეთ, რომ მევენახემ რაც შეიძლება მაღალი ხარისხის ყურძენი მოიყვანოს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ყურძნის ხარისხობრივი დიფერენცირებისა და მევენახეების პროტესტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მიზანია მევენახეებს ჰქონდეთ მოტივაცია, რომ მაღალი ხარისხის ყურძენი მოიყვანონ.

დავით სონღულაშვილი: მოტივაცია გავაჩინეთ, რომ მევენახემ რაც შეიძლება მაღალი ხარისხის ყურძენი მოიყვანოს
რუსთავი 2

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მევენახეების პროტესტის წინაპირობებისა და ყურძნის ხარისხის მიხედვით დიფერენცირების შესახებ ისაუბრა.

"პროცესის ორგანიზება სხვადასხვა ჯგუფების საშუალებით მოხდა და იყო მოწოდებები, რომ შეკრებილიყვნენ. 30 თეთრად ჩასაბარებელი ყურძენი, ღვინისა და სპირტის წარმოებისთვის გამოუსადეგარია", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრმა ყურადღება ყურძნის ხარისხობრივი კატეგორიების მიხედვით შეფასების მნიშვნელობაზეც გაამახვილა.

დავით სონღულაშვილის განმარტებით, ვენახის მოვლა დიდ ფიზიკურ შრომას მოითხოვს, ამიტომ მნიშვნელოვანია, მევენახემ მიღებული მოსავლის ხარისხის შესაბამისი ანაზღაურება მიიღოს. მისი თქმით, ყურძნის ხარისხობრივი დიფერენციაციის მიზანი სწორედ მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების წახალისება და მევენახეებისთვის შესაბამისი მოტივაციის შექმნაა.

"ყურძნის ხარისხობრივი დიფერენციაციით მოტივაცია გავაჩინეთ იმის, რომ მევენახემ რაც შეიძლება მაღალი ხარისხის ყურძენი მოიყვანოს. სხვაობაც იმხელაა საშუალო და უმაღლესი ხარისხის ყურძენს შორის, რომ მევენახე მაქსიმალურად ეცადოს, უმაღლესი ხარისხის მოსავალი მიიღოს", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოდავით სონღულაშვილი: მოტივაცია გავაჩინეთ, რომ მევენახემ რაც შეიძლება მაღალი ხარისხის ყურძენი მოიყვანოს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით სონღულაშვილი: წლევანდელი რთველი გამოირჩევა რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლებითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები