თბილისის მერია ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამას აგრძელებს
თბილისის მერია ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამას აგრძელებს. ლეხ კაჩინსკის 9 ნომერში მცხოვრები ოჯახების ნაწილმა უკვე დატოვა ავარიული კორპუსი, თუმცა მცირე ნაწილი შენობის დატოვებას არ აპირებს, რაც პროგრამის ამოქმედებას აფერხებს, რადგან ის მოსახლეობის სრულ თანხმობას მოითხოვს.

მოსახლეობა ავარიულ კორპუსს ტოვებს. ნანა ფეიქრიშვილი ერთ-ერთია მათ შორის,ვინც ავარიული კორპუსი უკვე დატოვა. ის დედაქალაქის მერიამ უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა. ლეხ კაჩინსკის 9 ნომერში ასეთი კიდევ 90-მდე ოჯახია. მოსახლეობა ამბობს რომ კორპუსში ცხოვრება სერიოზული საფრთხის შემცველია.
ბზარები, გახეთქილი კედლები, დაზიანებული საძირკველი- ამ პრობლემების მიუხედავად კორპუსში მცხოვრები ოჯახების მცირე ნაწილი ავარიული შენობის დატოვებას არ აპირებს. შესაბამისად ფერხდება ჩანაცვლების პროგრამა, რომელიც მოსახლეობის 100%-იან თანხმობას მოითხოვს.
თბილისის განვითარების ფონდი მაცხოვრებლებს ავარიული ბინების ნაცვლად თანამედროვე სტანდარტების შენობა ნაგებობაში გადასვლას სთავაზობს.ფონდის ხელმძღვანელი ექსპერტიზის დასკვნებზე დაყრდნობით ამბობს რომ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრება მოსახლეობის სიცოცხლისთვის საშიშია და ვითარება წლიდან - წლამდე უარესდება.
თბილისის მერია მოქალაქეებთან მოლაპარაკებებს განაგრძობს. სრული თანხმობის შემთხვევაში აღნიშნულ მისამართზე ჩანაცვლების პროგრამა ამოქმედდება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.