ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

დავით როსტომაშვილი გოტა ჭანტურიას ცილისწამებისთვის უჩივის - მსახიობი მევახშეობასთან კავშირს უარყოფს

მსახიობმა დავით როსტომაშვილმა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მიმართა და „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ ხელმძღვანელს, გოტა ჭანტურიას ცილისწამებისთვის უჩივის. როსტომაშვილი მევახშეობასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ბრალდებები მის მიერ თერჯოლაში ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას უკავშირდება.

დავით როსტომაშვილი გოტა ჭანტურიას ცილისწამებისთვის უჩივის - მსახიობი მევახშეობასთან კავშირს უარყოფს
დავით როსტომაშვილი გოტა ჭანტურიას ცილისწამებისთვის უჩივის - მსახიობი მევახშეობასთან კავშირს უარყოფსრუსთავი 2

“მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ ხელმძღვანელი გოტა ჭანტურია მევახშეობაში მსახიობ დავით როსტომაშვილს ადანაშაულებს. სწორედ ეს ბრალდება გახდა მიზეზი, რის გამოც როსტომაშვილმა დღეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მიმართა. მსახიობი ოპოზიციონერ აქტივისტს ცილისწამებისთვის უჩივის და მისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს. მოსარჩელის ადვოკატი განმარტავს, რომ არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც მევახშეობასთან დავით როსტომაშვილის კავშირს ადასტურებს.

რა მტკიცებულებების საფუძველზე ადანაშაულებს გოტა ჭანტურია მსახიობს მევახშეობაში - ბრალდებების ადრესატი კონკრეტულ მტკიცებულებებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ განმარტებას მას შემდეგ გააკეთებს, რაც სასამართლოში შეტანილ სარჩელს პირადად გაეცნობა.

თავად მსახიობი ამბობს, რომ მის მიმართ ცილისმწამებლური განცხადებები მას შემდეგ გაჟღერდა, რაც თერჯოლაში ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა წამოიწყო. დავით როსტომაშვილი ამბობს, რომ ფაქტმა კონკრეტული პირების გაღიზიანება გამოიწვია. ის დოკუმენტებით ადასტურებს, რომ თერჯოლაში ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა სრულიად კანონიერად მიმდინარეობს, მათ შორის მერიის, სასამართლოს და შესაბამისი ზედამხედველობის სამსახურის ნებართვებით. როსტომაშვილი აცხადებს, რომ ბიზნესპროექტის დისკრედიტაციისა და ხელის შეშლის მიზნით მისი სახელი სრულიად უსაფუძვლოდ მევახშეობას დაუკავშირეს.

ცილისწამების საქმის განხილვას ზესტაფონის რაიონული სასამართლო რამდენიმე დღეში დაიწყებს. ჯერ უცნობია, წარადგენს თუ არა რაიმე სახის მტკიცებულებას მოპასუხე მხარე.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.