ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა, რომელთა სისაც 38 სუბიექტი, მათ შორის ნავთობკომპანიები, ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერები, ბანკები და კრიპტო ბირჟები დაემატა.

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესატაბულა

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. სიას 38 სუბიექტი დაემატა, მათ შორის რუსული ნავთობკომპანიები; ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერები; ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც რუსეთს სამხედრო სექტორისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საქონელს აწვდიდნენ და ბანკები და კრიპტო ბირჟები.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სანქცირებული სუბიექტები ჩართულები იყვნენ რუსული ნავთობის წარმოებასა თუ ტრანსპორტირებაში; ხელს უწყობდნენ რუსეთს სამხედრო-სამრეწველო ბაზის გასაძლიერებლად გამოყენებული პროდუქციის წარმოებაში ან ვაჭრობაში და ფინანსურ მომსახურებასთან დაკავშირებული სანქციების გვერდის ავლაში.

"მკაცრ ზომებს ვიღებთ მათ წინააღმდეგ, ვინც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მათ შორის ფინანსური მომსახურებისა და კრიპტოვალუტის ბირჟების მეშვეობით.

გზავნილი მარტივია: თუ რუსეთს ამ ომის დაფინანსებასა თუ აღჭურვაში დაეხმარებით, შედეგების წინაშე აღმოჩნდებით". - წერს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.