ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პაატა სალიამ თურქ კოლეგასთან სექტორული თანამშრომლობის საკითხები განიხილა

იუსტიციის სამინისტრო

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სტამბოლში მიმდინარე სამართლის საერთაშორისო სამიტის ფარგლებში თურქ კოლეგას, აკინ გურლეკს შეხვდა. მხარეებმა იუსტიციის სფეროში სექტორული თანამშრომლობისა და რეფორმების საკითხები განიხილეს.

პაატა სალიამ თურქ კოლეგასთან სექტორული თანამშრომლობის საკითხები განიხილა
პაატა სალიამ თურქ კოლეგასთან სექტორული თანამშრომლობის საკითხები განიხილაპირველი არხი

საქართველო-თურქეთს შორის იუსტიციის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები განიხილა იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ თურქ კოლეგასთან შეხვედრაზე. აკინ გურლეკთან შეხვედრა სამართლის საერთაშორისო სამიტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც სტამბოლში მიმდინარეობს.

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პაატა სალიამ თურქ კოლეგას იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო და აღნიშნა, რომ პარტნიორ სახელმწიფოებთან სამოქალაქო და სისხლის სამართლის საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობა ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

„გარდა ამისა, შეხვედრაზე აღინიშნა იმ საჯარო და კერძო სერვისების შესახებ, რომელთაც მომხმარებლებს საქართველოში ქვეყნის მასშტაბით მოქმედი 127 იუსტიციის სახლი აწვდის. ყურადღება გამახვილდა ტექნოლოგიური პროგრესის მნიშვნელობაზე და ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში ადამიანის უფლებების, ეთიკისა და სამართლის უზენაესობის პრინციპზე დაფუძნებული ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია ესწრებოდნენ.

სამართლის საერთაშორისო სამიტი სტამბოლში 8-9 ოქტომბერს იმართება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გარდა ამისა, შეხვედრაზე აღინიშნა იმ საჯარო და კერძო სერვისების შესახებ, რომელთაც მომხმარებლებს საქართველოში ქვეყნის მასშტაბით მოქმედი 127 იუსტიციის სახლი აწვდის. ყურადღება გამახვილდა ტექნოლოგიური პროგრესის მნიშვნელობაზე და ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში ადამიანის უფლებების, ეთიკისა და სამართლის უზენაესობის პრინციპზე დაფუძნებული ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თურქეთში სამართლის საერთაშორისო სამიტი, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრი ესწრებოდა დასრულდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები