ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

არსებობენ ჯგუფები, რომელთა ინტერესშიც შედის მხოლოდ ის, რომ როგორმე, ნებისმიერი ხერხით, ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას - ირაკლი კირცხალია

მმართველი გუნდი ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს, რომელმაც პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე დადგენილება გამოსცა. ირაკლი კირცხალიას განცხადებით, "ნამახვანჰესის" ირგვლივ განვითარებული მოვლენები მართული პროცესი იყო და არსებობენ ჯგუფები, რომელთა ინტერესშიც ქვეყნის წინსვლისთვის ხელის შეშლა შედის. პარიზის სასამართლომ საქართველოს 383 მილიონ დოლარიანი კომპენსაციის გადახდა 2024 წელს დააკისრა.

არსებობენ ჯგუფები, რომელთა ინტერესშიც შედის მხოლოდ ის, რომ როგორმე, ნებისმიერი ხერხით, ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას - ირაკლი კირცხალია
არსებობენ ჯგუფები, რომელთა ინტერესშიც შედის მხოლოდ ის, რომ როგორმე, ნებისმიერი ხერხით, ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას - ირაკლი კირცხალიარუსთავი 2

"ნამახვანჰესის" წინააღმდეგ პროტესტის შედეგად, ქვეყნისთვის მიყენებული რეპუტაციული და ფინანსური ზიანი - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე დადგენილება გამოსცა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კირცხალიას განცხადებით, გასაკვირი არ არის, რომ "ნამახვანჰესის" ირგვლივ განვითარებული მოვლენები მართული პროცესი იყო. მისივე თქმით, არსებობენ ჯგუფები, რომელთა ერთადერთი ინტერესი საქართველოს განვითარებისთვის ხელის შეშლაა:

"თითოეული მართული პროცესი, რომელსაც ვნახეთ ჩვენ წლების განმავლობაში ჩვენ ქვეყანაში და რომელიც საზოგადოებისთვის უკვე არ არის ახალი და გასაკვირი, თუ საიდან იყო და როგორ ფინანსდებოდა ეს ყველაფერი. თითოეული ასეთი გამოსვლა, თითოეული დაგეგმილი პროვოკაცია მეტყველებს ერთზე, რომ უკვე ღიად არსებობენ გარკვეული ჯგუფები და მათი სახე დამალული არ არის, რომელთა ინტერესშიც შედის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ როგორმე, ნებისმიერი ხერხით, ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას,"- აცხადებს ირაკლი კირცხალია.

საქართველოს მთავრობა შტატების სასამართლოში საქმის შეჩერებას ითხოვდა, საფრანგეთში მიმდინარე პროცესის დასრულებამდე, სადაც ქართული მხარე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებას ამ დრომდე ცდილობს. პარიზის სასამართლომ საქართველოს 383 მილიონ დოლარიანი კომპენსაციის გადახდა 2024 წელს დააკისრა. "ენკამ" საერთაშორისო არბიტრაჟს "ნამახვანჰესის" პროექტთან დაკავშირებით მიმართა. მიზეზად კი სახელმწიფოს მიერ საინვესტიციო პირობების უხეში დარღვევა დაასახელა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თითოეული მართული პროცესი, რომელსაც ვნახეთ ჩვენ წლების განმავლობაში ჩვენ ქვეყანაში და რომელიც საზოგადოებისთვის უკვე არ არის ახალი და გასაკვირი, თუ საიდან იყო და როგორ ფინანსდებოდა ეს ყველაფერი. თითოეული ასეთი გამოსვლა, თითოეული დაგეგმილი პროვოკაცია მეტყველებს ერთზე, რომ უკვე ღიად არსებობენ გარკვეული ჯგუფები და მათი სახე დამალული არ არის, რომელთა ინტერესშიც შედის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ როგორმე, ნებისმიერი ხერხით, ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას,“
ირაკლი კირცხალია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.