ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა, რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში ეხმიანება ევროპარლამენტის რეზოლუციას და აცხადებს, რომ გარე ძალების მცდელობა დააზიანონ საქართველო ფუჭია. მისი თქმით, სანქციები და რეზოლუციები ხელისუფლებას და ხალხს არ ადარდებს.

ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა, რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას
ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა, რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენასრუსთავი 2

მერამდენე რეზოლუცია უნდა მიიღოს ევროპარლამენტმა, თან ბრმად, რომ მიხვდნენ იუკნევიჩიენები, კრამერები და გოშევსკები, ფუჭია მათი გარჯა როგორმე დააზიანონ საქართველო, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, მთელი ქვეყანა რომ დაასანქცირონ, უკან დამხევი არავინაა.

"მერამდენე რეზოლუცია უნდა მიიღოს ევროპარლამენტმა თან ბრმად, რომ მიხვდნენ იუკნევიჩიენები, კრამერები და გოშევსკები, ფუჭია მათი გარჯა როგორმე დააზიანონ საქართველო და ეს მათი რეზოლუციები ხომ საერთოდ არაფერია, არ ადარდებს არც ხელისუფლებას და არც ხალხს. აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას.

რეზოლუციის შემდგენლებს არც სააკაშვილი დაავიწყდათ და არც მოწოდება სხვადასხვა ქვეყნების მისამართით დაასანქცირონ ივანიშვილი, კობახიძე, პაპუაშვილი და კალაძე, მაგრამ ამ საბჭოთა აზროვნების დეპუტატებმა კარგად დაიმახსოვრონ, მთელი ქვეყანა რომ დაასანქცირონ, უკან დამხევი არავინაა", - წერს ფოჩხუა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.