ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ ავტორს, ენ კარსონს

ლიტერატურის დარგში 2024 წლის ნობელის პრემია კანადელ პოეტსა და ესეისტს, ენ კარსონს მიენიჭა კლასიკურ ტრადიციასთან დაკავშირებული ახალი ლიტერატურული ფორმების შექმნისთვის.

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ ავტორს, ენ კარსონს
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ ავტორს, ენ კარსონსრადიო თავისუფლება

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია წელს მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს - "მისი გაბედული და ორიგინალური შემოქმედებისთვის, რომელმაც კლასიკურ ტრადიციასთან ლაღი კავშირით შექმნა ახალი ფორმები თანამედროვე ლიტერატურისთვის".

76 წლის კარსონს მკითხველი იცნობს ტექსტებით, რომლებიც ხშირად არღვევს საზღვრებს პოეზიას, მხატვრულ პროზასა და აკადემიურ კვლევებს შორის.

ენ კარსონი 1950 წელს დაიბადა ტორონტოში. 1981 წელს მან გამოაქვეყნა თავისი სადოქტორო დისერტაცია სათაურით Odi et Amo Ergo Sum და მას შემდეგ, მთელი ლიტერატურული კარიერის განმავლობაში, ერთმანეთს უხამებს პოეზიის წერას, თარგმანს და სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლებას. შვედეთის აკადემია აღნიშნავს, რომ კარსონის ლიტერატურა კონცენტრირებულია გადაკვეთაზე "ფილოლოგის სიტყვებით შეპყრობილობასა და პოეტის სურვილს შორის, შექმნას ახალი მნიშვნელობები".

კარსონს თარგმნილი აქვს ძველი ბერძნული ლიტერატურა, იგი 30 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში კლასიკური ფილოლოგიის პროფესორად მუშაობს. მის გახმაურებულ პუბლიკაციებს შორისაა წიგნები "წითლის ავტობიოგრაფია: რომანი ლექსად", "ტკბილ-მწარე ეროსი" და "არასწორი ნორმა".

ნობელის პრემია ყველაზე პრესტიჟული პრიზია გლობალური ლიტერატურის სამყაროში. გამარჯვებული მწერალი იღებს 12 მილიონ შვედურ კრონს (1,3 მილიონ ამერიკულ დოლარს).

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ფილოლოგის სიტყვებით შეპყრობილობასა და პოეტის სურვილს შორის, შექმნას ახალი მნიშვნელობები“
ენ კარსონი
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!წაიკითხე

უახლესი ამბები